ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ ასტროლოგია და მოდის ტენდენციები მჭიდრო კავშირშია.
შესაბამისად, ახალი წელი და წლის სიმბოლური მფარველი დიდწილად ახდენს გავლენას მიმდინარე წლის მოდურ ტენდენციებზე. მიმავალმა წელმა, მამლის ბოლოსავით ბრდღვიალა და მკვეთრი ფერები დაამკვიდრა მოდის ოლიმპზე, მათ შორის ტენდენციური წითელი, ხავერდი და მბრწყინავი აქსესუარები. საინტერესოა რას გვიმზადებს ამ მხრივ ყვითელი ძაღლი?
ძაღლი სამართლიანი, ერთგული, ჭკვიანი და პრაქტიკული ცხოველია. 2018 წლის სიმბოლო ჯეროვნად აფასებს ყოველთვის მიმდინარე მოვლენებს და ობიექტურია შეფასებისას. მას გამოარჩევს ჯანსაღი შეხედულებები და რეალისტური ხედვა.
ერთი მხრივ აღმოსავლური კალენდარი ყვითელ ძაღლს როგორც კომუნიკაბელურს, მოსიყვარულეს და მხიარულს ისე ახასიათებს თუმცა, მეორე მხრივ იგი ასევე არის - ჯიუტი, ზედმეტად ემოციური, მშფოთვარე და ცვალებადი.
წლის სიმბოლოს ყვითელ ძაღლს მიწის სტიქია შეესაბამება. ძაღლი მეგობრული და კომუნიკაბელურია. მისთვის მნიშვნელოვანია ახლო გარემოცვა - ამიტომ ახალ წელს მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში უნდა შევხვდეთ აუცილებლად.
გაგრძელება