ჟურნალისტის რომელმა კითხვამ გააბრაზა ვერიკო ტურაშვილი? - Marao

ჟურნალისტის რომელმა კითხვამ გააბრაზა ვერიკო ტურაშვილი?

2012-01-20 11:54:28+04:00

როგორც ამბობენ, მომღერალი ვერიკო ტურაშვილი შეყვარებულიაო.

მკითხველს ალბათ კარგად ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ მომღერალს მეუღლე გარდაეცვალა და ის ამას ძალიან განიცდიდა. თუმცა ვერიკო ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონია და სულაც არ არის გასაკვირი, რომ კვლავ შეჰყვარებოდა ვინმე. ეტყობა, მომღერალი ასე არ ფიქრობს და ჩვენს შეკითხვაზე

- კვლავ შეყვარებულია? თუ არა - ძალიან გაბრაზდა.

ვერიკო ტურაშვილი:

- საინტერესოა, ეს ამბავი საიდან მოიგონე?

- დამერწმუნე, არაფერს ვიგონებ. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ადამიანმა, რომლის სახელსა და გვარს სამწუხაროდ, ვერ გეტყვი.

- უნდა მითხრა, ვინ გითხრა ეს სისულელე?!

- უფლება მაქვს, ინფორმაციის წყარო არ დავასახელო. იმედია, გულწრფელად მიპასუხებ კითხვაზე - შეყვარებული ხარ თუ არა?

- ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება, აბსურდია!

- ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ შენს რჩეულს ლაშა ჰქვია და შენზე რამდენიმე წლით უმცროსია.

- ტყუილია და იმედი მაქვს, რომ ამ სისულელეს ჟურნალში არ დაბეჭდავთ. კარგად ბრძანდებოდეთ!

ნია იაშვილი

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)