ადამიანის შესაძლებლობები, რომ ამოუწურავია ამაზე არც არავინ დავობს. თუმცა, არსებობს ხალხი, ვისაც კონკრეტული, სწორხაზოვანი მიმართულება აქვს ცხოვრებაში აღებული, მაშინ როცა ზოგიერთი მრავალმხრივობით და უზომო ნიჭიერებით გვაკვირვებს.
როგორ გგონიათ, რისი ბრალია ეს? აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს ნიშნის და ოქროს სამეულიც არსებობს ამ მხრივ...
ტყუპი - ზოდიაქოს ამ ნიშნით გაორებული ხასიათის, ცვალებადი, მრავალმხრივი ადამიანები იბადებიან. თუმცა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, აჯილდოებს მათ გასაოცარი საზრიანობით, აზროვნების სისხატითა და ნიჭიერებით. ტყუპს საოცარი ადაპტაციის ნიჭი აქვს, იგი ადვილად კონცენტრირდება ახალ გარემოში. მომენტალურად ითვისებს ნებისმიერ ახალ ინფორმაციას და აქვს უნარი, თავი შესანიშნავად წარმოაჩინოს მაშინაც კი თუ საქმეში მხოლოდ ზედაპირულად ერკვევა.
მშვილდოსანი - იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს აჯილდოებს მშვილდოსნებს საოცარი ფილოსოფიური აზროვნების უნარით, კარგი პედაგოგიური შესაძლებლობებითა და ქარიზმატულობით. მშვილდოსნები სწავლებადი ტიპები არიან. ადვილად უღებენ ალღოს ნებისმიერ სფეროს. ამასთან ერთად, ყოველთვის ცდილობენ მასშტაბურად აღიქვან სიტუაცია. არიან მიზანსწრაფულები და ამაყები. ყოველთვის ახერხებენ ადამიანების სიმპათიის დამსახურებას.
გაგრძელება