კოკა ლანჩავა 9 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ცნობილი ფიტნესდარბაზების ქსელის - Equinox-ის მწვრთნელია.
კოკასთან ჰოლივუდის ვარსკვლავები ვარჯიშობენ. წარმატების მიღწევამდე მას სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე გზის გავლა მოუხდა. კოკას საქართველოში მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს - ის ცნობილი ადვოკატის, დავით ლანჩავას შვილია და 10-შვილიანი ოჯახის უფროსი ვაჟი.
- კოკა, როგორ აღმოჩნდი ამერიკაში?
- 2009 წელს გაცვლითი პროგრამით, ატლანტაში სასწავლებლად ჩავედი. კოლეჯში რისკ-მენეჯმენტი და ფინანსები ვისწავლე. სწავლის დასრულების შემდეგ კი დარჩენა გადავწყვიტე.
- როგორ მოხვდი ჰოლივუდში?
- სანამ ლოს-ანჯელესში მოვხვდებოდი, ერთი წლის განმავლობაში საადვოკატო კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებს განიხილავდნენ. შემდეგ ჩარლსტონში გადავედი. აქ საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიაში მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი. დრო გადიოდა და ვხვდებოდი, რომ ოფისში მუშაობა არ მომწონდა. ისეთი რამის გაკეთება მინდოდა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა. საქართველოში 12 წლის განმავლობაში, ჩოგბურთს ვთამაშობდი. სპორტში ყოფნაც ყოველთვის მინდოდა, ამიტომ ძალების მოსინჯვა ამ სფეროში გადავწყვიტე. ამერიკაში 18 წლისა ჩამოვფრინდი.
ლოს-ანჯელესი ჩემთვის ყოველთვის იყო საოცნებო საცხოვრებელი ადგილი. უცებ სამსახურიდან ჩარლსტონიდან სან-ფრანცისკოში გადასვლის შანსი მომეცა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი კალიფორნიისკენ. 7 თვეში ლოს-ანჯელეში ჩასვლა და ამერიკის მასშტაბით, საუკეთესო ფიტნეს დარბაზების ქსელში "ექვინოქსში" მისვლა გადავწყვიტე. გაგრძელება