ამ "შედევრის" მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- დაკონსერვებული ორაგული – 1 ქილა;
- ყველი – 250 გრ;
- ლიმონის წვენი;
- კრეკერი;
- მწვანილი.
- ბროწეულის და სიმინდის მარცვლები მოსართავად.
მომზადების წესი:
სალათის მომზადება ძალიან მარტივია. წვრილად დაჭერით ორაგული, დაუმატეთ გახეხილი
ყველი. მიღებულ მასას დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და შეაზავეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
მიეცით მას კონუსის ფორმა და მწვანილით (კამა) მორთეთ ისე, რომ ნაძვის ხეს დაემსგავსოს.
ზემოდან სტაფილოს ვარსკვლავი დაადგით.
სათამაშოების ნაცვლად გამოიყენეთ ბარდა, ბროწეულის და სიმინდის მარცვლები. ასევე, კრეკერებიც.
გემრიელად მიირთვით!