საქართველო ლამაზმანების სიმწირეს არასდროს უჩიოდა, თუმცა ბოლო დროს მართლაც ბევრი დახვეწილი და სექსუალური ქალი გამოვიდა ასპარეზზე:
სიის პირველი ნომერი ლამაზმანი ნია წივწივაძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "მის საქართველო 2017"-ის ტიტული მიიღო. ის მანიკა ასათიანის მულია.

ანა ახვლედიანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. მისი გული ჯერ მოცეკვავეს და ტელეწამყვანს, ოთო ფოლადაშვილს ეკუთვნოდა, ახლა კი მისი რჩეული მოდელი გიგი ბერაიაა.

ელენე სხირტლაძე ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობია.

ქრისტინე ძიძიგური ცნობილი ქართველი მოდელია, რომელიც ახლა კარიერულ წინსვლას საფრანგეთში აგრძელებს. მისი რჩეული პრინცი ხუანია.

მოდელი ქრისტინა ცირეკიძე ამჟამად 5 წლის ქალიშვილთან, დიანასთან და მის იტალიელ ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ნიუ-იორკში.

19 წლის მოდელი დიანა ოვანოვა სექს-სიმბოლოების ახალ კონკურენტად მიიჩნევა.

"მის საქართველო 2015" ნუკა ყარალაშვილი „მის სამყაროს“ ტიტულზე წარდგენილი 86 პრეტენდენტიდან ერთ-ერთია.

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალად ითვლება

23 წლის ულამაზეს მოდელ მიმი შელიას ქართველ ირინა შეიკად მოიხსენიებენ.

ნინი გოგიჩაიშვილი საქართველომ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18"-ით გაიცნო.
