საუბარი უბრალოდ სანტაზე კი არა, საიდუმლო სანტაზეა! ყველაზე კეთილ და მხიარულ წინასაახალწლო საოფისე თამაშზე.
თამაში გასართობი და ძალიან სახალისოა. მასში მთავარი წესი - ანონიმურობის დაცვა და ადრესატის გამხიარულებაა, მაგრამ შესაფერისი საჩუქრების მოფიქრება სულაც არ არის ადვილი.
საიდუმლო სანტას თქვენც თამაშობთ და არ იცით, რითი გაახაროთ თქვენი ადრესატი? - მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!

მაშ, ასე!
1. კანვასი

- რა არის კანვასი? - ეს იგივე მხატვრული ტილოა. თქვენს ადრესატს ჰობი, საყვარელი ფილმი ან მომღერალი ჰყავს? შეგიძლიათ ნებისმიერი გამოსახულება მხატვრულ ტილოდ აქციოთ. საიტზე ირჩევთ სასურველ ზომას და ონლაინ, საიტის დახმარებით ტვირთავთ ფოტოს კომპიუტერიდან ან ფეისბუქიდან/ინსტაგრამიდან. საჩუქარს მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში მიიღებთ. როგორ ვიყიდო?
2. ფოტოწიგნი

თქვენი ან თქვენი ადრესატის საუკეთესო მოგონებები შეგიძლიათ ფოტოწიგნად აქციოთ. ის 3 ტიპის არსებობს: რბილი ყდითა და რბილი შიგთავსით, მყარი ყდითა და რბილი შიგთავსით, მყარი ყდითა და მყარი შიგთავსით. დიზაინსაც თავად ქმნით, საიტზე. უკეთებთ მინაწერებს და ონლაინ უკვეთავთ. როგორ ვიყიდო?
3. პერსონალური საათი

კიდევ ერთი შესანიშნავი სამახსოვრო საჩუქარი. მომხმარებელი შედის საიტზე, ირჩევს მოცემული კატალოგიდან სასურველ დიზაინს ან აგზავნის ნებისმიერ ფოტოს, რომელიც საათის ციფერბლატზე დაიბეჭდება. საათი 2 ტიპისაა: ხის და ორგანული მინის. როგორ შევუკვეთო?
4. პერსონალური კალენდარი

მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შექმნას 1-გვერდიანი ან 12-გვერდიანი კალენდარი თავისი ფოტოებით. შაბლონების არჩევა საიტზევეა შესაძლებელი. როგორ შევუკვეთო?
5. წიგნები

წიგნი - ეს ის საჩუქარია, რომელსაც სეზონი არ აქვს. აჩუქეთ თქვენთვის საყვარელი წიგნი კითხვის მოყვარულებს. ამაზე უკეთესი საჩუქარი შეუძლებელია მოიფიქროთ. სად ვიყიდო?
6. ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები

ცნობილი მხატვრების შედევრების კატალოგი საიტზეა განთავსებული. თქვენ ირჩევთ და უკვეთავთ მარტივად. როგორ შევუკვეთო?
7. მულტიკანვასი

ეს იგივე კანვასებია, ოღონდ ლამაზი და განსხვავებული ფორმებით და ზომებით. პრინციპი იგივეა. როგორ შევარჩიო?
8. ლამაზი დეკორაცია

მაგიდაზე ან ნაძვის ხესთან დასადგამი ლამაზი დეკორაციების ფართო არჩევანს „ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი გთავაზობთ. სად ვნახო?