თუ საახალწლოდ განსაკუთრებული კაბის შეძენა ვერ მოახერხეთ, არ იდარდოთ. ჩვენმა დიზაინერმა იცის, როგორ უნდა შეიმოსოთ, რომ იდეალურად და ორიგინალურად გამოიყურებოდეთ. საახალწლო გარდერობის შექმნაში კარადა ფართეთ უნდა გამოაღოთ.
ხავერდი - მუდამ მოდური და ელეგანტურია. დარწმუნებულები ვართ, გარდერობში რაიმე ფერის ხავერდის სამოსი აუცილებლად გექნებათ.
თუ კაბა არ აღმოგაჩნდათ არ იდარდოთ. ზედა მაინც გექნებათ, რომელსაც ფართე ფართე შარვალს შეუხამებთ.
გამოძებნეთ გარდეობში გრძელი, ფართე ჟაკარდის ან პრიტიანი ქვედაკაბა. მას ნებისმიერი ზედა მოუხდება. მთავარია, ფერთა თანწყობა. შეგიძლიათ, სპორტულიც კი ჩაიცვათ.
თუ ქვედაკაბა არ აღმოგაჩნდათ იქნებ კომბინეზონი გაქვთ?.. თუ იგი შავი ფერისაა მოწყენილი რომ არ გამოჩნდეთ, ვერცხლისფერი ან თეთრი ბლუზა შეუხამეთ. შარვალზე კი აუცილებლად თეთრი ფერის ქამარი გაიკეთეთ. მეტად დახვეწილსა და ელეგანტურს გამოგაჩენთ.
თუ კეთილშობილება არ გსურთ, კომბინეზონის ქვეშ დეკოლტირებული და შიშველმხრებიანი ზედა ჩაიცვით.
ახალ წელს შავის ჩაცმას არ გირჩევთ. გაფრთხილდით, მსხვილ ყვავილებიანი პრინტი ყველას არ უხდება. ტანდაბალმა გოგონებმა უპირატესობა ერთტონიან სამოსს მიანიჭეთ.
სხვათა შორის, გირჩევთ დედის გარდერობში შეიხედოთ. იქ აუცილებლად მონახავთ oversize -ის სვიტერს, ხავერდის შარვალს ან თავისუფალ კაბას. შეგიძლიათ მოდური ნივთების მოსაძებნად ბებიის გარდერობსაც მიაკითხოთ.
გახსოვდეთ, რომ რეტრო მუდამ მოდაშია.