ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი ახალმთვარეობისა და მასთან დაკავშირებული ასტროლოგიური ასპექტების შესახებ "ფეისბუქში" წერს:
"17 იანვარს, 16:16-ზე მთვარე თვის პირველ ფაზაში გადადის, ანუ ახალმთვარეობა დგება. ყოველი ახალმთვარეობა ახალი ენერგიების შემოსვლისა და ცვლილებების დატვირთვის მატარებელია. როგორც წესი, ახალმთვარეობის წინა და მომდევნო დღეებიც ანალოგიურ ტენდენციებს შეიცავენ ხოლმე. ახალმთვარეობის დროს ადამიანის ორგანიზმის რესურსები მინიმუმზეა დასული. ენერგეტიკა თანდათან იწყებს დაგროვებას და სავსემთვარეობისას თავის პიკს მიაღწევს. მაგრამ ჯერჯერობით არასასურველია ზედმეტი გადატვირთვა, კლებულობს როგორც შრომისუნარიანობა, ისე რაიმე ინფორმაციის ათვისების უნარი. ადამიანები ხდებიან გაღიზიანებულები, ინდიფერენტულები, ზოგ შემთხვევაში - აგრესიულები. განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხებათ, მათ უფრო უჭირთ ხოლმე ახალი მთვარის ენერგეტიკის გადატანა, ვიდრე ქალებს. ახალმთვარეობის გადატანა ასევე უჭირთ მათ, ვისაც გული აწუხებს.
ნუ მოაწერთ ამ დღეს ხელს კონტრაქტებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, არასასურველია მოგზაურობის წამოწყება. უმჯობესია, აკეთოთ ყოველდღიური, ჩვეული საქმეები ან საერთოდაც დაისვენოთ. ეს 3 დღე ეცადეთ, უფრო მეტად წყნარ გარემოში, დაძაბულობების გარეშე გაატაროთ. ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეებს, მით უმეტეს, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პროექტებისა. თუმცა მათ დაგეგმვაზე ფიქრისათვის სწორედ რომ შესაფერისი პერიოდია, სულ მალე, ჩანაფიქრების განხორციელების შანსები მოგვეცემა. ახალმთვარეობა ბიძგს მისცემს ახალ პროექტებს. განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო დგება იმ წამოწყებებისათვის, რომლებიც ეხება კარიერულ საკითხებს. გაგრძელება