ყველა მშობელი, რომლის შვილსაც ინტერნეტსივრცესთან წვდომა აქვს, შესაძლოა გახდეს ინტერნეტის მავნე ზეგავლენის მსხვერპლი.
ერთი მხრივ, ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების ცოდნა და გაცნობა, მეორე მხრივ კი, კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები მოსვენებას აკარგვინებს მშობლებს. ამიტომ აუცილებელია, მშობელი ჩართული იყოს მისი შვილის ონლაინცხოვრებაშიც და დარწმუნდეს, რომ ბავშვი დაცულია საფრთხეებისაგან, თუმცა მხოლოდ ასეთი მიდგომა საკმარისი არ არის. საჭიროა ისეთი მექანიზმები, რომლებიც უფრო მეტად დაგვეხმარება, თავი დავიცვათ სხვადასხვა საიტზე გავრცელებული ძალადობის, პორნოგრაფიის, ცრუ ინფორმაციის ამსახველი მასალების მიღებისგან.
თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაციის, "მწვანე ინტერნეტის" აღმასრულებელ დირექტორ თინათინ ყირიმლიშვილს. იგი გვესაუბრა იმ მექანიზმის შესახებ, რომლის დანერგვითაც შესაძლებელი გახდება ინტერნეტსივრცეში მავნე ინფორმაციისგან თავი დაცვა.
- "მწვანე ინტერნეტი" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, ინტერნეტსივრცეში არსებული პროლემები დაარეგულიროს. მუშაობს რეგულაციებზე. საქართველოში არ არის კანონი ინტერნეტის შესახებ. აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში ძალიან რთულია დარეგულირდეს ინტერნეტში საფრთხის შემცველი შინაარსის მასალები. პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. მოგეხსენებათ, ნაკლებად ხდება მონიტორინგი ვებგვერდების, რომლებზეც განთავსებულია ძალადობის, პორნოგრაფიის, ცრუ ინფორმაციის ამსახველი მასალები. ბოლო პერიოდში სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, რასაც ჰქვია ონლაინთამაშები, კერძოდ, "ლურჯი ვეშაპი", რომლის გამოც არაერთი ცუდი შემთხვევა მოხდა. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ სუიციდის მცდელობები ბავშვებში ამ თამაშთან იყო დაკავშირებული. ამ თამაშზე მარტივად შეგვიძლია გავიგოთ თუნდაც თბილისში ინფორმაცია ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისგან. გაგრძელება + ვიდეო