პირველი მინიშნება თვალნათელია, როცა გასარეცხი თეთრეულის ყუთიდან ჩასაცმელად იღებთ იმ ბიუსტჰალტერს, რომელშიც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს.
თუ დისკომფორტს გრძნობთ ინტიმურ ზონაში
დააკვირდით, რა მატერიისგანაა შეკერილი თქვენი ტრუსები. სასურველია, იგი არ იყოს სინთეტიკური. უმჯობესია, იყოს ბამბის. მოერიდეთ სტრინგებს. ისინი მოუხერხებელი და ბაქტერიების გადამტანია ანუსიდან საშოში.
თუ წონაში მოიმატეთ
ტრუსი და ბიუსტჰალტერი არ უნდა "გახრჩობდეთ", გიჭერდეთ. უმჯობესია, ერთი ზომით დიდი შეიძინოთ, სანამ გახდებით.
თქვენი ბიუსტჰალტერი უკვე უვარგისია
მასაც აქვს მოხმარების დრო, დაახლოებით წელიწად-ნახევარი. ყველა ლიფი მოხმარებიდან ორი წლის შემდეგ გადასაგდები ხდება. ის არც მკერდს იჭერს იდეალურად და რეზინებიც უცვდება.
ბიუსტჰალტერის "ძვლები" კანს გიღიზიანებთ
მომენტალურად გათავისუფლდით ასეთი ლიფისგან. თუ ლიფის რკინა (მას "ძვალსაც" ეძახიან) ქსოვილიდან ძვრება, ის უკვე გადასაგდებია, შეკერვა და დამაგრება ვერ უშველის.
თუ ბიუსტჰალტერი ზევით იწევა, თასმა კი მხრიდან მუდმივად გივარდებათ
ბიუსტჰალტერი კარგად უნდა "დაგაჯდეთ" სხეულზე. არც ზევით უნდა ადიოდეს და არც ქვევით ჩადიოდეს. თუ ზევით ადის, ქსოვილი დაბერდა, ელასტიკურობა დაკარგა და მას მკერდი ქაჩავს. ამასთანავე, თუ მხრის თასმას სულ ამოკლებთ და ამოკლებთ, ესეც იმის მიმანიშნებელია, რომ თქვენი ბიუსტჰალტერი შესაცვლელია.