ბიონსესა და ჯეი-ზის 6 წლის შვილი ბლუ აივი ნამდვილი პრინცესასავით ცხოვრობს.
მდიდრული სახლები, პირადი თვითმფრინავები, ეგზოტიკური არდადეგები - ეს ყველაფერი პატარა გოგონას ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
მის გარდერობში მხოლოდ ცნობილი დიზაინერების სამოსია, დასასვენებლად კი მშობლებთან და მომსახურე პერსონალის გუნდთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კურორტებზე მიემგზავრება.
კრუიზებისთვის ოჯახი 70-ათასდოლარიან იახტას იყენებს, თუ სადმე გაფრენა სჭირდებათ კი - ჯეი-ზის 42 მლნ დოლარად ღირებულ თვითმფრინავს Bombardier Challenger 850. თვითმფრინავი რეპერმა ცოლისგან მიიღო საჩუქრად, მამის დღის აღსანიშნავად.
რაც შეეხება სახლებს, პატარა ბლუ აივის განკარგულებაშია 5 უზარმაზარი აპარტამენტი ლოს-ანჯელესში, ჰემპტონსა და მაიამიზე.
ასევე, გოგონა ხშირად მიემგზავრება მშობლებთან ერთად მათ საკუთრებაში არსებულ კუნძულზე, რომელიც ჯეი-ზიმ ბიონსეს 29-ე დაბადების დღის აღსანიშნავად აჩუქა.
როდესაც გოგონა ჯერ კიდევ ჩვილი იყო, მშობლები მას 20 ათას დოლარად ღირებული ეტლით ასეირნებდნენ, ბლუ აივი 70-ათასდოლარიანი "ბარბის" თოჯინით თამაშობდა, რომელიც ბრილიანტებით იყო მორთული.
გაგრძელება