ამ რეცეპტში გამოიყენება გამაფხვიერებელი და მშრალი საფუარი, რისი წყალობითაც ფენქეიქები ძალიან ჰაეროვანი გამოდის.
ის შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან, ჯემთან ან მურაბასთან ერთად.
ინგრედიენტები:
მანანის ბურღული 220 გ
ფქვილი 100 გ
გამაფხვიერებელი 1 პაკეტი (თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი);
მშრალი საფუარი 1 ჩ/კ
ვანილის შაქარი 1 პაკეტი
ყავისფერი შაქარი 2 ს/კ
მარილი მწიკვი
წყალი თბილი 500 მლ
მომზადება:
ჯამში ჩაასხით ცოტა თბილი წყალი და გაადნეთ შიგ ყავისფერი შაქარი და მშრალი საფუარი. გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
ჩაყარეთ თასში მანანის ბურღული, ფქვილი, მარილი, ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ საფუვრიანი წყალი და ათქვიფეთ. ნელ-ნელა ამატეთ დარჩენილი თბილი წყალი.
როდესაც ცომი ერთგვაროვანი გახდება, დააფარეთ ჯამს ტილო და გააჩერეთ 30 წთ.
მოურიეთ ცომს.
გამოაცხვეთ გახურებულ ტაფაზე.
გემრიელად მიირთვით!