დიდი ილუზიებითა და რომანტიკით სავსე კვირა გველის წინ, იმიტომ, რომ ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ვენერას და ნეპტუნის შეერთება ცაზე.
რაც თავის მხრივ, მოულოდნელად დაწყებულ, საოცარი რომანტიზმით და სულიერებით აღსავსე სასიყვარულო კავშირებს წარმოშობს. თუმცა იგივე ასპექტი ხშირად იძლევა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ფინანსური არეულობებისა და გაუგებრობების საფრთხეს. ნეპტუნი ხომ ქაოსის პლანეტაა, ვენერა კი ასტროლოგიაში სიმბოლურად ფულს შეესაბამება. ჰოდა, ამ ორის ერთობლიობა დიახაც, რომ წარმოქმნის ფინანსურ გაუგებრობებს. ამიტომაც სასურველია, მიმდინარე კვირის მანძილზე დიდი სიფრთხილით მოეკიდოთ ფინანსურ საკითხებს. ასევე - ნებისმიერ ფინანსურ დოკუმენტაციას, ვალებისა და კრედიტების თემას, გადასახადებს.
ყველაფერ ამაში კი 21 თებერვალს ცაზე დაფიქსირებული მერკური-სატურნის დადებითი ასპექტიც შეგიწყობთ ხელს. მერკური აზროვნების პლანეტაა, სატურნი კი, თავის მხრივ, წესრიგსა და რაციონალიზმზე აგებს პასუხს. ამიტომაც ამ დღეს ადამიანებში განსაკუთრებულად გააქტიურდება რაციონალური აზროვნება და გადაწყვეტილებების წინდახედულად მიღების უნარი. შესაძლოა, დახმარება აღმოგიჩინონ ზემდგომებმა ან ასაკით უფროსმა ადამიანებმა. გაუმჯობესდება ურთიერთობა უხუცეს ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან.
მათთვის, ვინც კვირის დასაწყისში ვენერა-ნეპტუნის ასპექტის გამო ფინანსურ გაუგებრობებს გადაურჩა, კვირის ბოლოს -25 თებერვალს კიდევ ერთი რთული ასპექტი აქვს მომზადებული კოსმოსს. ვენერასა და მარსის კვადრატურა უკვე გაუთვალისწინებელი და უმისამართო დანახარჯების ალბათობას გაზრდის ჩვენს ცხოვრებაში. ასეთ დღეებში ფული თითქოს „ჯიბეს სწვავს“ ადამიანებს და ბევრ ჩვენგანს უბრალოდ უჩნდება სურვილი, იყიდოს რამე, მათ შორის, სრულიად უსარგებლო ნივთებიც კი. სასიყვარულო ურთიერთობებსაც არ დააყრის კარგ დღეს ეს ასპექტი.
გაგრძელება