მეოთხე დღეს პედიატრებმა შეამოწმეს ადამი, რამდენიმე რჩევა მომცეს. მე, რა თქმა უნდა, არ დავჯერდი რამდენიმე რჩევას და ოფიციალური დაკითხვა მოვუწყვე ექიმებს.
ტანსაცმელი, საფენები და სხვა პირადი ნივთები წინა საღამოს ჩავალაგე. რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ამ ოთხ, უფრო სწორად, სამ (პირველი დღე რეანიმაციაში ვიწექი) დღეში შემიყვარდა ჩემი პალატა და ნოსტალგია შემომაწვა, როცა გავაანალიზე, რომ იქაურობა უნდა დამეტოვებინა. სულ რაღაც ოთხი დღე გავატარე სამშობიაროში, მაგრამ იქ ყოფნის დროს მეჩვენებოდა, რომ თითოეული საათი საუკუნესავით იწელებოდა. ეს რამდენიმე დღე, ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო და სწორედ ამ დღეებში შევიძინე დიდი გამოცდილება, უამრავი ზებუნებრივი უნარ-ჩვევა და განმივითარდა დედური ინსტინქტები... ოთხი დღე და სამი ღამე, არც ერთი წამით არ მქონია მოდუნების, ფიქრის დრო და როგორღაც მაინც, ბევრ ისეთ რამეზე დამაფიქრა აქ მიღებულმა გამოცდილებამ, არასდროს რომ არ მიფიქრია.
ექთნების ორი კატეგორია არსებობს: 1. ექთნები, რომლებიც დროს პაციენტების გაჭორვაში კლავენ, ეუხეშებიან და ირონიულად ელაპარაკებიან ამ უკანასკნელებს. ჰგონიათ, რომ პაციენტების ბრალია მათი დაბალი ანაზღაურება. ფიქრობენ, რომ პაციენტების დანაშაულია მათი უძილობა. თვლიან, რომ პაციენტების გამო აქვთ ოჯახში პრობლემები და ბანკებში - ვალები. 2. ექთნები, რომლებიც თითოეულ პაციენტს ისე ექცევიან, როგორც სურთ, რომ თავად მოექცნენ სხვები.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ახალგაზრდა გოგონა, რომლის მორიგეობის ღამესაც მკერდში დაგროვილი რძე გამიმაგრდა. რძის გამოწურვას მხოლოდ იმიტომ ვერ ვახერხებდი, რომ საკუთარი მკერდის დანახვაზე ჟრუანტელი მივლიდა და კბილები მეკვეთებოდა (არა იმიტომ, რომ საშინელი შესახედი იყო, უბრალოდ, იმ პერიოდში ნევროზი დამემართა. საბედნიეროდ, მალევე გამიარა). ჩამოვლაზე შემოსულ მედდას მორცხვად გამოვუტყდი, რომ გასაჭირში ვიყავი და ჩემდა გასაკვირად, როგორც დამპირდა, ჩამოვლის დასრულებისთანავე მომაკითხა პალატაში და გულმოდგინედ გამომიწურა ორივე ძუძუ, თან მთელი ეს დრო თბილად, მეგობრულად მელაპარაკებოდა და მიღიმოდა. თურმე ეს გამოცდილება მისი დის დამსახურებით დაუგროვებია, რომელიც ქმარს გაშორებულია და უმცროს დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს, თავის ორ შვილთან ერთად. ასევე მომიყვა, რომ დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, ბედნიერია თავისი პროფესიული არჩევანით, რადგან ადამიანების დახმარება სიამოვნებას ანიჭებს.
მაქსიმმა პალატაში ამომაკითხა, ბარგი ჩამატანინა და ბიძამისის, კარლის მანქანის საბარგულში ჩააწყო. კარლიმ და შერონმა თბილად გადამკოცნეს, მძინარე ადამს მოეფერნენ და მანქანაში ჩავსხედით.
უკანა სავარძელზე ვიჯექი, მკერდზე მძინარე ადამი მყავდა მიწვენილი და სახლისკენ მიმავალი მანქანის ფანჯრიდან ადამიანებს ვუცქერდი. ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაპროგრამებულებივით, უსიცოცხლოდ მიიზლაზნებოდნენ გაურკვეველი მიმართულებით. თითოეული მათგანისადმი გულში სიყვარულსა და რატომღაც სიბრალულის გრძნობას მისახავდა ის ფაქტი, რომ ოდესღაც ისინიც ისეთივე უსუსრები იყვნენ, როგორიც ადამი იყო იმ წამს. ოდესღაც ისინიც დედის სუნთქვას უგდებდნენ ყურს დაძინებისას, დედის სხეულიდან გადმოდენილი სითხით იკვებებოდნენ და სულაც, იყო დრო, როცა დედის საშვილოსნოში ისხდნენ.
რა უცნაურია, არა? მათემატიკაზე არაზუსტი მეცნიერება არ არსებობს! ერთს დავუმატოთ ერთი, უდრის ერთს, ან სულაც სამს, მაგრამ არამც და არამც - ორს. კვლავ მოგონებებმა გამიტაცეს...
***
- მაქსიმ... - წამოვიწყე და შესაფერისი სიტყვების მოსაძებნად, რამდენიმე წამით დავდუმდი. მაქსიმს არ უპასუხია, სმენად იქცა.
- ხომ იცი, უახლოესი 7-8 წლის განმავლობაში არ ვაპირებ ცოლად გამოგყვე... იმედია, არ ფიქრობ, რომ მთელი ეს დრო, ასე ვთქვათ... შორით ტრფობით დავტკბებით - ტლანქად გავიცინე. - მიყვარხარ, გენდობი და ოფიციალური ხელნაწერი იმის დასტურად, რომ ჩემ გვერდით იქნები, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს, არ მჭირდება... ცოლ-ქმარიც ბევრი მინახავს, ჯვრისწერისა და ხელნაწერის მიუხედავად რომ გაყრილან და თუ ოდესმე დავშორდებით, სადარდებელი ისედაც ბევრი მექნება, ჩემს ვაგინას რომ არ მივტიროდე... და... თუ ოდესმე დავშორდებით, მით უმეტეს მინდა, რომ შენ იყო ჩემთვის პირველი კაცი...
ჩემმა სითამამემ დააბნია, თუმცა მშვიდად მისმენდა და არაფერი უპასუხია. მინდოდა, რამე ეთქვა. დაძაბული ვიყავი და მისი დუმილი მაღიზიანებდა, თუმცა ვინ იცის, პასუხს შეიძლებოდა უფრო გავეღიზიანებინე.
- უბრალოდ, ახლა არ ვარ ამისთვის მზად... ახლა სრულწლოვანიც კი არ ვარ, საჭიროების შემთხვევაში გინეკოლოგთან მარტო მისვლაც არ შემიძლია, გესმის?
- თავს რატომ იმართლებ, მე არაფერი მომითხოვია... და სულაც, ქორწინებამდე არც მაქვს სურვილი...
- სურვილი არ გაქვს? - ვკითხე გამომწვევად.
- მმ... დაახლოებით.
- კარგი... მაგრამ მე მაქვს! - გადავიკისკისე და თავი მხარზე დავადე.
თბილად გამიღიმა და ხელები წელზე შემომხვია, ზემოდან მომიქცია და ნაზად მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა. ვიგრძენი, ძარღვებში როგორ ჩქეფდა სისხლი და მომეჩვენა, რომ ჩემი გახშირებული გულისცემა ოთახში მონარნარე მელოდიას ახშობდა.
მაქსიმს მოვშორდი და მის გვერდით გულაღმა დავწექი. ამჯერად თვითონ წამოჯდა. ოთახში ბნელოდა, მაგრამ მის მწველ მზერას მთელი არსებით ვგრძნობდი. ჩემი ტერფი ხელებს შორის მოიქცია, სახესთან მიიტანა და ტერფზე მეამბორა... ფრთხილად, ნაზად მიკოცნიდა მარჯვენა ფეხს და როცა მუხლამდე მოვიდა, თითქოს ცეცხლი მოეკიდა, გამძვინვარებულმა ჩამავლო მუხლში ხელი და მისკენ მიმწია. არ შევწინააღმდეგებივარ, ფეხები თეძოებზე შემოვაჭდე და თითქოს, ბლანტი, მხურვალე, მდუღარე სითხე ჩაიღვარა ჩემს სხეულში. მარჯვენა ხელი წელზე შემოეჭდო, მარცხენა ხელი კი კაბაში შემიცურა. თავი უკან გადამეზნიქა, სახე ჭერისკენ მივაპყარი და მთელი არსებით მას მივენდე. ხელი დუნდულზე ისე ძლიერად მომიჭირა, წამოვიკვნესე. მერე თითქოს გონს მოეგოო, ნაზად დამიკოცნა ყელი, სახე მკერდში ჩამიყო და ტუჩებით მოძებნა კერტი, ბაგეებში მოიქცია და მოულოდნელად მიკბინა.
თავი წამოვწიე, თმაში ხელი ჩავავლე, სახე მაღლა ავაწევინე და ვნებიანად ვაკოცე. კოცნაზე კოცნით მიპასუხა. ფრთხილად გადამაწვინა, ზემოდან მომექცა და მთელი სხეულით მომეკრა. ეს იყო ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ძლიერი და მჭიდრო ჩახუტება. ვგრძნობდი მის სუნთქვას, მკერდს, გულის ძგერას. ვგრძნობდი, მთელი არსებით როგორ ილტვოდა ჩემკენ, მეხვეოდა და უნდოდა, უფრო ძლიერად მომხვეოდა. ჩემს სხეულზე ისე აცურებდა ხელებს, თითქოს ბრმა იყო და ჩემი შეცნობა სწყუროდა... ფეხები ისევ წელზე შემოვაჭდე. ვიგრძენი, მისი ასო ჩემს ბაგეებს როგორ შეეხო და შევკრთი. წამოიწია, მაისური გადაიძრო და ხელის ერთი მოძრაობით, როგორღაც წამში გამაშიშვლა. კედლისკენ მივბრუნდი, მხარზე მეამბორა, უკნიდან მომეხვია და ზურგი დამიკოცნა.
გინდ ვნება დაარქვით ამას, გინდ სექსი და გინდ - სიყვარული, მაგრამ ეს იყო რაღაც აბსტრაქტული, მისტიკური... ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პატარა ავზი ვიყავი, რომელშიც როგორღაც მთელი ოკეანე ჩაღვრილიყო და აქაფებული ზვირთები მღელვარედ ასკდებოდნენ კედლებს, საზღვრების გარღვევას ლამობდნენ.
საათი გაირინდა, დედამიწამ შეწყვიტა ბრუნვა და დაკარგა მიზიდულობის უნარი.... მაღლა ავიჭერი, ღრუბლებზე მაღლა, ცაზე მაღლა და...
იქიდან შემოდგომის ოქროსფერი ფოთოლივით ნელა, ფარფატით დავეშვი...
სულ სველი ვიყავი, მაგრამ არაფერი მანაღვლებდა... ამბობენ, სექსის შემდეგ ძილი საუკეთესო განტვირთვააო. მახსოვს, მე არ დამიძინია (პრინციპში, არც სექსი მქონია), მაგრამ ისეთი სიმშვიდე დამეუფლა, ძილშიც რომ არასდროს განმიცდია...
- რაზე ფიქრობ? - მკითხა მაქსიმმა და ფიქრებიდან გამორკვეულმა კარლის ზემოთ, სარკეში საკუთარი თავის ანარეკლი დავინახე. სახეზე ნეტარების ღიმილი დამთამაშებდა... საკუთარ თავზე გამეცინა და მივუგე:
- მათემატიკა ყველაზე არაზუსტი მეცნიერებაა...
დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ: სხვა ხედი. თავი 26. სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ