მოდისა და კინოს ინდუსტრიები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან გადაჯაჭვულები. არაერთ ფილმს მოუხდენია მოდის ინდუსტრიაში რევოლუცია. მოდა კინოში ჰპოვებს ასახვას და პირიქით.
ქალები ხშირად ვბაძავთ ჩვენს საყვარელ ფილმის პერსონაჟებს ჩაცმის სტილში. გავიხსენოთ 8 საკულტო ფილმი, რომელთა გმირების კოსტიუმი კინოკლასიკის აუცილებელ ელემენტად გადაიქცა, ხოლო მათი სტილი მასობრივი მიბაძვის საგანი გახდა.
1. The seven year itch/შვიდი წლის თავზე
1955 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყველას კარგად გვახსოვს მერლინ მონროს აფრიალებული თეთრი კაბა.
2.Annie hall/ ენი ჰოლი
ვუდი ალენის ფილმმა 70-იან წლებში კვლავ ტრენდული გახადა ქალებისთვის ანდროგინული სტილის სამოსი.
3. the royal tenenbaums/ თენენბაუმების ოჯახი
რეჟისორი უეს ანდერსონი ყოველთვის გამოირჩეოდა ლამაზი კადრებითა და ფერთა არაჩვეულებრივი კომპოზიციით. ალბათ, ყველა ესთეტს უნდა ჰქონდეს მისი ფილმები ნანახი. თენენბაუმების ოჯახის ერთ-ერთი მთავარი გმირის - მარგო თენენბაუმის ვინტაჟური სტილი ეკლექტიკურია. ის კადრში ხან „ლაკოსტას“ ჩოგბურთის ზოლებიანი კაბით გამოგვეცხადება, ხან ქარვისფერი ქურქით.
4.Clueless/სულელი
90-იანების ბავშვებო, ალბათ, არაერთხელ გიოცნებიათ, რომ თქვენც გქონოდათ ის კომპიუტერი, რომელიც ტანსაცმლის შეხამებაში ეხმარებოდა მთავარ გმირს.
სწორედ ამ ფილმის დახმარებით დღემდე მოდაშია ყვითელი კუბოკრული კოსტიუმი და ხშირად იხილავთ თინეიჯერებზე გათვლილი მაღაზიების დახლებზე.
5.Breakfast at tiffany’s/ საუზმე ტიფანისთან
„პატარა შავი კაბა“, რომელზეც ამდენი გვსმენია და ყველა ქალის აუცილებელი ატრიბუტია გარდერობში, სწორედ რომ ამ ფილმიდან იღებს სათავეს. ჟივანშისა და ტიფანის არაჩვეულებრივი ტანდემი, ელეგანტური სამოსი, ელეგანტურ მსახიობზე.
6.Rear window/ეზოში გამავალი ფანჯარა
გრეის კელის სტილი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში მართლაც რომ ინსპირაციულად გამოიყურება. 50-იან წლებში არაერთი ქალი ცდილობდა, მისი სტილისთვის მიებაძა და მასავით გრაციოზული მოძრაობები ჰქონოდა.
7.Atonement/მონანიება
„ბოლო ათწლეულში შექმნილი ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმი“,
- ასე ახასიათებენ ზურმუხტისფერ კაბას, რომელიც არაერთი სიმბოლოს მატარებელია ფილმში.
8.Breathless/უკანსაკნელ ამოსუნთქვამდე
60-იანებში განსაკუთრებით პოპულარული იყო ბრიტანელი მსახიობის ტვიგის სტილი, ბიჭურად შეჭრილი თმა, აქცენტირებული თვალები და გრძელი წამწამები ქვედა ქუთუთოზე.
ჟან-ლიუკ გოდარის ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მოდა კინოში ჰპოვებს ასახვას.
თათა ბერაძე
13 სასიყვარულო ფილმი, რომლებიც ნამდვილ ისტორიებზეა დაფუძნებული