ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მეუღლის ან შეყვარებულის გარეშე თავს დაცულად ვერ იგრძნობს.
თუმცა, კვლევების თანახმად, მარტოხელა ადამიანების დიდ ნაწილს არაფრის არ ეშინია.
საიტმა „Q&A“-მ სპეციალურად ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ მარტოხელა ადამიანებს უნდა მიეღოთ.
რა არის კარგი იმაში, რომ პარტნიორის გარეშე ცხოვრობთ? თავდაპირველად მარტოხელებს სწორედ ეს კითხვა დაუსვეს.
ადამიანებმა ყურადღება მხოლოდ დადებით ასპექტებზე გაამახვილეს და არ შეეცადნენ, პასუხის დროს რამე ნეგატიური ეთქვათ.
შემდეგ დაუსვეს კითხვა: რა მოხდება, თუ თქვენი მარტოობა დასრულდება? ნუთუ ეს საშინელი წარმოსადგენია?
რაზეც გამოკითხვის მონაწილეებმა უპასუხეს, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება შესძინა ცხოვრებამ. აღნიშნეს, რომ ყოფილი პარტნიორის გარეშე უკეთ არიან და ახლა სრულ თავისუფლებას გრძნობენ.
ერთ-ერთი მონაწილის პასუხი ყველაზე შთამბეჭდავი გახლდათ. „რა არის კარგი მარტოობაში? თქვენ შეგიძლიათ ხშირად მიირთვათ ხახვი, აკეთოთ ის, რაც გინდათ და როცა გსურთ. იმდენი დადებითი რამ აქვს მარტო ყოფნას, რომ მე არც კი ვიცი, როგორ ჩამოვთვალო ისინი“.
მარტო ყოფნა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრ შანსს გვაძლევს.
მაგალითად, გვრჩება დრო იმისთვის, რომ ახალი მეგობრები გავიჩინოთ. გვიჩნდება შანსი, გამოვნახოთ მეტი დრო საკუთარი თავისთვის, ოჯახის წევრებისთვის ან გნებავთ, ნაცნობებისთვის.
ერთი სიტყვით, მარტო ყოფნა სულაც არაა ტრაგედია. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ მოვექცეთ საკუთარ თავს და როგორ შევძლოთ პარტნიორის არყოლით გამოწვეული სიცარიელის სწორად შევსება.
იყო მარტოხელა - ნიშნავს, რომ გქონდეს ბევრი ფიქრის დრო, აკეთო ის, რას გსურს. იყო მამაცი ადამიანი, რომელსაც სულაც არ ეშინია მარტოობის და საკუთარი თავის დაცვა თავადაც შესანიშნავად შეუძლია.
და თქვენ როგორ ფიქრობთ, მარტო ყოფნა კარგია?
ნათია ხუნაშვილი