თუ წონის დაკლებას აპირებთ, კი არ უნდა იშიმშილოთ, არამედ დღეში 5-6-ჯერ, ყოველ 3-4 საათში ერთხელ უნდა ჭამოთ. წახემსების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:
შემწვარი ნუთი
ის შეგიცვლით არაქისს, ნუშს და სხვა თხილეულს. ნუთი შეიძლება იყო მლაშე ან ტკბილი. ამასთანავე, მასში უფრო ნაკლები ცხიმია, ვიდრე სხვა თხილეულში. და უფრო მეტი უჯრედისი. დღეში შეგიძლიათ 3/4 ჭიქა ნუთი მიირთვათ. გარეცხილი ნუთი 40 გრადუსზე გამოაცხვეთ. შეგიძლიათ, ძირა (ან თქვენი საყვარელი სხვა სანელებელი), წიწაკა და მარილი უყოთ. თუ ტკბილის მოყვარული ხართ, მოამზადეთ ნუთი დარიჩინითა და შაქრით.
ჩირის კანფეტები
ფინიკი, შავქლიავი, თხილი და ქოქოსის ფანტელი დაგჭირდებათ. ინგრედიენტები დააბლენდერეთ. დაუმატეთ ნუშის რძე, რათა კარგად დასველდეს და დამრგვალდეს, ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში. როგორც წესი, ადამიანს ტკბილი 16:00-18:00 საათის შუალედში უნდება, როცა სისხლში გლუკოზის დონე ეცემა. გახსოვდეთ, რომ თითოეული კანფეტი 102 კალორიას შეიცავს.
პოპკორნი
თუ მას ორთქლზე მოამზადებთ, 30 კალორიით გაამდიდრებთ, ზეთზე - 50-ით. ის უკეთესია, ვიდრე ჩიფსი, ორცხობილა და კრეკერი. მდიდარია ფოსფორით, რკინითა და ცოტა უჯრედისით.
იოგურტი
დანაყრების შეგრძნებას იწვევს. აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას. უპირატესობა უშაქრო, უხილო, ნატურალურ იოგურტს მიანიჭეთ.
ვაშლის ჩიპსი
თხლად და მრგვლად დაჭრილი ვაშლი (კანიანად, თუ სურვილი გაქვთ, დარიჩინი დაუმატეთ) 1, 5-2 საათით 110-120 გრადუსზე გამოაცხვეთ.
შოკოლადის პასტა
სინამდვილეში ის ლობიოსია, სახელი შეფერილობის გამო ეწოდა. მას ხუთ წუთში მოამზადებთ. შეგიძლიათ, პურზე გადაუსვათ და ისე მიირთვათ, ან ისე.
დაგჭირდებათ: 1 ჭიქა თხილი, 2 ჭიქა მოხარშული ლობიო (შეგიძლიათ კონსერვიც), 4 ს/კ კაკაო, 2 ს/კ კარაქი, 4 ს/კ თაფლი, ვანილი და მარილი დანის წვერით. ინგრედიენტები დააბლენდერეთ და ყველაფერი მზადაა. მაცივარში ინახება 3 კვირა. გემრიელად მიირთვით.