ძნელი დასაჯერებელია, რომ ნაზი ჟელესგან შექმნილი შედევრები ამ ქალის შექმნილია. მისი ჟელეს ქმნილებები სიცოცხლით სავსეა. თვითონ კი ერთი წლის წინ ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ შეიძლებოდა სიცოცხლეს გამოსთხოვებოდა.
მალაიზიელი სიუ ჰენ ბუნის ჟელეს ტორტები ყვავილის ბაღს ჰგავს. თითოეულის შექმნას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.
მან 2016 წელს 3D ჟელეს ხელოვნების კურსები გაიარა.
ტორტების მოსამზადებლად გამოიყენება გამჭვირვალე ჟელატინი და ნატურალური საღებავები. ისინი რძეში იხსნება. სიუ მძიმე დაავადებას ებრძოდა და ხსნა ამ საქმეში იპოვა.
"მკაცრად გადავწყვიტე, რომ არ დავუშვებდი, კიბოს ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის შეეშალა ხელი."
იმ პერიოდში, როდესაც თავს კარგად გრძნობდა, 3D ჟელეებს მედდებისა და ექიმებისთვის ამზადებდა.
სიუ ამბობს, რომ ხელოვნება მას ფიზიკური ტკივილის და დეპრესიის გადატანაში დაეხმარა. მან მკურნალობის დასრულებამდე შეინარჩუნა პოზიტიური განწყობა. დღეს სიუ ჰენგ ბუნი სიდნეიში ცხოვრობს და წარმატებულ ბიზნესს ფლობს – საკონდიტრო სტუდიას - Jelly Alchemy.