ბრინჯის პუდინგი დარიჩინით - მარტივი რეცეპტი - Marao

ბრინჯის პუდინგი დარიჩინით - მარტივი რეცეპტი

2018-04-16 11:55:09+04:00

ასეთი ბრინჯის პუდინგი შესანიშნავი დესერტიცაა და ფაფის ალტერნატივაც, საუზმეზე.

აუცილებლად სცადეთ ეს მარტივი რეცეპტი.

ინგრედიენტები:

რძე - 1 ლ

მრგვალი ბრინჯი - 150 გ

ვანილის შაქარი - 2 პაკეტი

დარიჩინი - 1 ჩხირი

შაქარი - 100 გ

მარილი - მწიკვი

მომზადება:

მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში 5 წთ. გადაიტანეთ საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი.

იმავე ქვაბში შეათბეთ რძე, დაუმატეთ ვანილის შაქარი, დარიჩინი და 50 გ შაქარი.

მოხარშეთ ბრინჯი რძეში 30-35 წთ. პერიოდულად ამოურიეთ.

გააცივეთ ბრინჯი და ამოიღეთ დარიჩინის ჩხირი.

ბრინჯის პუდინგი გადაიტანეთ საცხობ ჭურჭელში, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და შედგით ცოტა ხნით წინასწარ გახურებულ ღუმელში - 210С და გააჩერეთ, სანამ ზედაპირი არ შევარდისფრდება.

გემრიელად მიირთვით!

ჰაეროვანი ბრიოში - ფრანგული დესერტი

ჰაეროვანი ბრიოში - ფრანგული დესერტი

ორცხობილა "მადლენი" სანელებლებით

ორცხობილა "მადლენი" სანელებლებით