ხშირი, მტკივნეული შარდვა, ტკივილი, წვა - ეს ცისტიტია, რომელიც უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. სტატისტიკის თანახმად, ქალების 35% იტანჯება ცისტიტით.
საქმე ქალის სხეულის ანატომიაშია. შარდსაწვეთი მილი მოკლე და ფართოა და საშოსთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების და ვირუსების შარდის ბუშტში მოხვედრას. ეს კი ანთებას იწვევს.
ცისტიტისგან დაცული არავინაა. ის ნებისმიერი ასაკის ქალს შეიძლება დაემართოს.
რა არის ცისტიტი?
ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთებაა, რომელიც გამოწვეულია მასში ინფექციის ან ბაქტერიების მოხვედრით. ასევე, ის შეიძლება გამოიწვიოს წამლების ხანგრძლივმა მიღებამ ან ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოხმარებამ. ინფექციური ანთება ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ინფექცია შეიძლება სქესობრივი აქტის დროსაც მოხვდეს შარდის ბუშტში.
სიმპტომები
ცისტიტის სიმპტომები, პრაქტიკულად, დაწყებისთანავე იჩენს თავს. პირველი ნიშანი - გამუდმებული სურვილია მოშარდვის. ამასთან, მუცლის ქვედა ნაწილში შეიმჩნევა ტკივილი და წვა. თუ ცისტიტის პირველ ნიშნებს ყურადღებას არ მიაქცევთ დროულად, შემდეგი და გაცილებით უსიამოვნო სიმპტომი გახდება - სისხლიანი შარდვა, მწვავე ტკივილი, სწრაფი დაღლა, ციებ-ცხელება. ასევე, ცისტიტი შეიძლება ქრონიკულ დაავადებადაც იქცეს.
10 მეთოდი ცისტიტის თავიდან ასაცილებლად
ცისტიტისგან არავინაა დაცული, მაგრამ არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც შეამცირებს ცისტიტის დამართვის ალბათობას ან უზრუნველყოფს გამწვავების პროფილაქტიკას:
1. მოერიდეთ გაციებას: ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, არ დაჯდეთ ცივ ზედაპირზე და არ იბანაოთ ცივ ან დაბინძურებულ წყალში.
2. დაიცავით სასქესო ორგანოების ჰიგიენა.
3. დროულად იმკურნალეთ გინეკოლოგიური დაავადებების დროს.
4. შეზღუდეთ სპირტიანი სასმელების მიღება.
5. მოერიდეთ შემწვარი და ცხარე საკვების ხშირად მიღებას. როდესაც ასეთ საკვებს მიირთმევთ, დააყოლეთ ბევრი წყალი.
6. მოერიდეთ ფიზიკურ და ნერვულ სტრესს. ის იმუნიტეტს აქვეითებს და ორგანიზმს დაუცველს ხდის.
7. მეტი იმოძრავეთ, დაკავდით სპორტით.
8. არ შეიკავოთ შარდი. როდესაც ტუალეტში მოგინდებათ, მაშინვე მოშარდეთ.
9. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.
10. და ყველაზე მთავარი: პირველივე ნიშნებისას მიიღეთ ცისტიქეას აბები.
ცისტიქეას აბების ფორმულაში რჩეული ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებია გამოყენებული, რომლებიც ორგანიზმის მიერ მაქსიმალური შეწოვისა და ათვისების უზრუნველსაყოფად სპეციალურად არის გაწმენდილი და გამდიდრებული. შტოშის, ციტრუსოვანი ბიოფლავონოიდების, კალიუმის და C ვიტამინის დადებით თვისებებთან კომპლექსში ეს საკვები დანამატი ქალებისთვის სრულყოფილ ფორმულას წარმოადგენს საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.