სიცოცხლის საწყისად მიჩნეული გაზაფხული ჩვენს ორგანიზმს არაერთ გამოცდას უწყობს, რაც სხვადასხვაგვარი სისუსტით გამოიხატება.
მათ შორისაა ჰემოგლობინის ვარდნა. საბედნიეროდ, არსებობს პროდუქტები, რომლებიც გაზაფხულზე დავარდნილი ჰემოგლობინის აწევაში დაგვეხმარება:
1. ჭარხალი
ის მდიდარია რკინით, ფოლიუმის მჟავით და კალიუმით. მისი კვებითი ღირებულება ზრდის ორგანიზმში ერითროციტების რაოდენობას.
2. ვაშლი
რკინით მდიდარი ეს ხილი ყოველდღიურად დაგეხმარებათ ჰემოგლობინის დონის დასტაბილურებაში. იგი გაჯერებულია სხვადასხვა ჯანსაღი კომპონენტით, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის საჭირო ოდენობის დაგროვებისთვის.
3. შავი ბადაგი
შავი ბადაგი შეიცავს: რკინას, ფოლიუმის მჟავას და ბევრ B ვიტამინს, რომელიც გაზრდის ერითროციტების რაოდენობას ორგანიზმში.
• აიღეთ 2-2 ჩაის კოვზი შავი ბადაგი და ვაშლის ძმარი, გახსენით ისინი ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ ყოველდღიურად.
4. ბროწეული
ბროწეული შეიცავს რკინას, კალციუმს, ცილებსა და ნახშირწყლებს. იგი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს ორგანიზმში.
• მიირთვით საშუალო ზომის ბროწეული ან დალიეთ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი საუზმეზე.
• ერთ ჭიქა თბილ რძეში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი ბროწეულის ხმელი ფხვნილი, კარგად მოურიეთ და მიირთვით.
5. ჭინჭარი
ჭინჭარი შეგვიძლია განვიხილოთ იმ ბალახად, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს თქვენი ჰემოგლობინის დონის აწევაში. ჭინჭარი არის კარგი წყარო რკინის, B ვიტამინის, C ვიტამინის და სხვა ვიტამინების, რომელიც ზრდის ჰემოგლობინის დონეს.
• აიღეთ ორი ჩ/კ ხმელი ჭინჭრის ფოთლები და ჩაყარეთ ის ერთ ჭიქა ცხელ წყალში.
• დაელოდეთ მის დაყენებას დაახლოებით 10 წუთი
• შემდეგ გაფილტრეთ და დაამატეთ ცოტა თაფლი
• მსგავსი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ.
მარიამ ელიაშვილი