5 სერიალი, რომლებიც ისე ჩაგითრევთ და ისე გაგხვევთ სხვა სამყაროში, რომ თქვენს ყველა იმედგაცრუებასა და ტკივილს დაგავიწყებთ. ამასთან, ისინი ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებასაც. სწორედ ეს ხდის მათ განსაკუთრებულს:
1. This is us - ეს ჩვენ ვართ
სახელწოდება არც ზღაპარში მოგზაურობას გპირდება და არც ტრაგიზმით გავსებს. ერთი შეხედვით აშკარაა, ფრაზას სერიალის გმირები ამბობენ და თითქოს რეჟისორს სათაურზე ბევრი არც უფიქრია, მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქითაა. მგონია, რომ ჯერ სათაური შეარჩიეს და მერე დაიწყეს მისი ეკრანიზაცია, რადგან სერიალი ჩვენ შესახებაა, ანუ ეს მართლაც ჩვენ ვართ. გმირები თავიანთ ისტორიას კი არა, ჩვენს ისტორიას გვიყვებიან. ამ სერიალის თითოეულ ეპიზოდში ერთხელ მაინც წააწყდებით საკუთარ თავს. შეიძლება შეგრცხვეთ ან პირიქით - იამაყოთ თქვენი თავის აღმოჩენით. ბევრ რამეს ინანებთ კიდეც, ბევრ მივიწყებულ შეცდომას გაიხსენებთ და ვინ იცის, იქნებ ჩემსავით გამოსწორების გზების ძიება დაიწყოთ. მოკლედ, ესაა სერიალი, რომელიც გაგაადამიანურებთ, ყოველგვარი ნიღბის გარეშე დაგანახებთ რეალურ ცხოვრებას, ბევრს გატირებთ, გაცინებთ კიდეც და ახლობლებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადაგადგმევინებინებთ.
სერიალის თითოეულ გმირს აქვს თავისი ნაკლი, შიში თუ აკვიატება. მხოლოდ ერთია იდეალური, მაგრამ ისიც იმდენად ადამიანურად იდეალური, მსგავსნი ფილმებშიც რომ არიან...{{ArticleSplitCont}}
Scandall - სკანდალი
ესაა სერიალი ძლიერი ქალისა და მასზე უფრო ძლიერი აკრძალული სიყვარულის გარეშე. პირველი რამდენიმე სერიის ნახვის შემდეგ თქვენ მას ვეღარ შეეშვებით.{{ArticleSplitCont}}
Lie to me - სიცრუის თეორია
ბევრ რამეს ისწავლით, ბევრიც გაგაკვირვებთ და დაგაფიქრებთ. იცინებთ კიდეც და სიფრთხილეს და ადამიანობის ნდობის მოპოვებას ისწავლით. მატყუარებს კი მარტივად ამოიცნობთ.{{ArticleSplitCont}}
BIG LITTLE LIARS - დიდი პატარა ტყუილები
სამი დედის ისტორია, რომლებშიც საკუთარ თავებს აღმოაჩენთ და მოგინდებათ, ეს სერიალი მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს.{{ArticleSplitCont}}
PERCEPTION - აღქმა
ექიმი დანიელ პირსი ნიჭიერი, მაგრამ ექსცენტრიკული ნეიროქირურგი და ექიმი ჰაუსის შთამომავალია. თუ თქვენ მისი ფანი ხართ, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს.
მარიამ ელიაშვილი