ზაფხული ახლოვდება და განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეპილაცია, რუჯი, ფიტნესი. ყველა ცდილობს, პრიალა, გლუვი და სასურველი შეფერილობის კანი ჰქონდეს.
შესაბამისად, მაქსიმალურად მატულობს მოთხოვნა ესთეტიკურ სერვისებზე. ამ მიმართულებაში საკმაოდ მრავალფეროვანი ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებებით. თუმცა ბოლო პერიოდში გაზრდილმა მოთხოვნამ და გაზრდილმა მიწოდებამ მომსახურების ხარისხის გაუარესება გამოიწვია.
სოციალურ ქსელებში უფრო და უფრო მეტი ფოტო ჩნდება სოლარიუმში თუ ეპილაციის შედეგად დამწვარი კანით. როგორც ესთეტიკური ცენტრების ვიზიტორები აღნიშნავენ, მნიშვნელოვნად იკლებს ეპილაციის ეფექტიც.
გამოცდილი მომხმარებლების ნაწილი მიღებული სერვისის ხარისხის გარკვეულ გარანტად სხვადასხვა სახის შუამავალ კომპანიებს მიიჩნევს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ელექტრონული კომერციის მოწინავე კოპანია ”ჰოთსეილი”, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად ათობით მომხმარებელი სხვადასხვა სახის და მათ შორის, ესთეტიკურ მომსახურებას ფასდაკლებით იღებს. "ჰოთსეილის" დირექტორის, თათული ზაკალაშვილის განმარტებით, მათი მონიტორინგის ჯგუფი ყოველთვის აკონტროლებდა პარტნიორი კომპანიების მომსახურების ხარისხს, თუმცა ახლა ეს პროცესი გაძლიერებულია, რადგან კომპანიაში დაფიქსირდა ბევრი საჩივარი, განსაკუთრებით კი, ესთეტიკური ცენტრების მიმართ.
”ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ პარტნიორ კომპანიებს და მათი შეთავაზებების ხარისხს. სწორედ ამიტომ ცდილობენ ესთეტიკური სერვისის მიღებას პარტნიორ კომპანიებში. ”ჰოთსეილი" ორმაგ სარგებელს გთავაზობთ. ფასდაკლების პარალელურად, თქვენ გარანტირებულ ხარისხსაც მიიღებთ”, - განმარტავს "ჰოთსეილის" დირექტორი თათული ზაკალაშვილი.
კომპანია პრობლემის გადაჭრას მისტიური მყიდველების საშუალებით ცდილობს. დარღვევის პირველად აღმოჩენის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანია გაფრთხილებით შემოიფარგლება. პრეცედენტის გამეორებისას დისკვალიფიკაციას იღებს ერთი თვით, შემდეგ ჯერზე - ორი თვით. კიდევ ერთხელ აღმოჩენის შემთხვევაში კი ”ჰოთსეილი” მასთან თანამშრომლობას სრულად წყვეტს. ამ დროისთვის ესთეტიკის მიმართულებაში რამდენიმე კომპანიას 2-კვირიანი დისკვალიფიკაცია აქვს.
”პარტნიორი კომპანიებისგან მათგან მხოლოდ კეთილსინდისიერებას ვითხოვთ, სანაცვლოდ კი საქმიანობის განვითარებისა და გაფართოების დიდ შესაძლებლობებს ვთავაზობთ. გვინდა, თითოეულმა კომპანიამ იგრძნოს, რამდენად მნიშვნელოვანია ”ჰოთსეილის” როლი მის განვითარებაში. მათ სხვადასხვა არხის საშუალებით ნახევარმილიონიანი აუდიტორიის წვდომას სრულიად უფასოდ ვთავაზობთ, რაც ჩვენ გარეშე ათობით ათასი ლარი დაუჯებოდათ. სწორედ ამიტომ არ დავუშვებთ თაღლითობას. მათი არაკეთილსინდისიერების შედეგად ზარალდება როგორც ჩვენი იმიჯი, ისე მომხმარებელი”, - დაამატა თათული ზაკალაშვილმა.
”ჰოთსეილს” რამდენიმე ძირითადი მიმართულება აქვს. ესენია: კვება, ესთეტიკა და თავის მოვლა, დასვენება, გართობა და კინო, რომელიც არსებულ შეთავაზებებს წელს დაემატა და უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.