ყველაფერი შეუმჩნევლად იწყება. ერთ დღესაც ხვდები, რომ დროა, სათვალე იყიდო, რადგან კითხვა არაკომფორტული გახდა. შემდეგ იწყება მენოპაუზა და ყველაფერი თანდათანობით იცვლება. ამ ცვლილებების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, ამისთვის მზად იყოთ.
1. მეხსიერების პრობლემები
თუ გრძნობთ, რომ წვრილმანები გამუდმებით გავიწყდებათ, დემენციის შიშით პანიკას ნუ მიეცემით. ეს უბრალოდ მენოპაუზის სიმპტომია. უმჯობესია, მიმართოთ ნევროლოგს, რათა დადგინდეს, რამდენად რთულია სიტუაცია. სავარაუდოდ, ამას თავს ვიტამინებით დააღწევთ.
2. თავშეუკავებლობა
მოულოდნელი შარდდენა სიცილის შემდეგ ან ცემინება 40 წლის შემდეგ 5 ქალიდან 2-ს ახასიათებს.
3. თმის ცვენა
ცხოვრების მანძილზე თავზე თმის რაოდენობა იცვლება. მენოპაუზის დროს არის შემთხვევები, როცა ქალს თმის ცვენა აწუხებს. პრობლემის გადაჭრის გზა კი შამპუნი და მოცულობის მიმცემი საშუალებაა. რთულ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს კვლევას და თმის ზრდისთვის შესაბამის ვიტამინებს დაგინიშნავთ.
4. თმა სახეზე
წლებთან ერთად ორგანიზმში იკლებს ესტროგენის დონე და იმატებს ტესტოსტერონი, რის გამოც სახესა და ნიკაპზე შესაძლოა თმა წამოიზარდოს. ამიტომ თან ატარეთ ფრჩხილის მაკრატელი ან პინცეტი. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლოა სხვა ხერხებსაც მიმართოთ.
5. ჭაღარა
თუ თავზე ჭაღარა თმის შეღებვა მარტივია, სხვა ადგილებში ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. თუ მხოლოდ რამდენიმე ღერი ჭაღარა თმა გამოჩნდა, შეგიძლიათ ამოიცალოთ, ხოლო თუ ბევრია - გაიკეთეთ ეპილაცია.
6. ალები
ის ქალების 80%-ს აქვს და შესაძლოა, 10 წელს გაგრძელდეს. ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა - როცა ადამიანთან საუბრისას, მოულოდნელად, სიცხისგან იწვით. ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელია გინეკოლოგთან, შესაბამისი წამლების გამოწერით.
7. შესაძლოა სექსი აღარ მოგწონდეთ
ძირითადი მიზეზი შინაგანი სიმშრალეა. ეს ესტროგენის შემცირებითაა გამოწვეული და სექსუალურ სურვილს აქვეითებს. შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური წასასმელი საშუალებები და გაახანგრძლივოთ პრელუდია.