გემრიელი, ფხვიერი ორცხობილა იდეალურია ჩაისთან.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 250 გ
- შაქარი 100 გ
- მარილი მწიკვი
- ნაღების კარაქი 125 გ
- კვერცხი 1 ც
- საკვები საღებავი - რამდენიმე წვეთი
მომზადება:
- აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი.
- დაუმატეთ დარბილებული კარაქის კუბები და ცომი ხელით მოზილეთ.
- დაუმატეთ კვერცხი. ცომი გაყავით 2 ნაწილად.
- ერთ-ერთ ნაწილს დაუმატეთ საკვები საღებავი და კარგად გადაზილეთ.
- ფერადი და ჩვეულებრივი ცომის ფენები ერთმანეთზე დადეთ
- და გააბრტყელეთ.
- მიღებული ცომის ფურცელი რულეტად დაახვიეთ და შემოახვიეთ პერგამენტი.
- შედეთ მაცივარში 1 სთ.
- რულეტი დაჭერით 0,5 სმ ნაჭრებად და დადეთ საცხობ სინზე. აცხვეთ 160С გრადუსზე 8-12 წთ.
გემრიელად მიირთვით!