ვადაგასული პროდუქტების ჭამა საზიანოა, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებსაც შენახვის ვადა არა აქვთ, რადგან ისინი არ ფუჭდება, თუ, რა თქმა უნდა, შენახვის პირობებს არ დაარღვევთ.
ბრინჯი
შენახვის საუკეთესო ტემპერატურაა 4-5 გრადუსი და ქვევით. მოათავსეთ მინის ქილაში ან საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ კონტეინერებში. ბრინჯი შეიძლება 30 წელზე მეტხანსაც შეინახოთ. ის არ დაკარგავს კვებით ღირებულებებსა და არომატს.
მშრალი რძის ფხვნილი
სწორად დამზადებული განუსაზღვრელად დიდი ხანი შეგიძლიათ შეინახოთ. სასურველია, ჰერმეტულად დახურულ ტარაში.
სოიის სოუსი
გახსნიდან 3 წელი ინახება. დახურულს შენახვის ვადა არა აქვს. აღსანიშნავია დამზადების ტექნოლოგია. იგი ბუნებრივი უნდა იყოს. ზოგიერთი ბრენდი დუღილის პროცესის დასაჩქარებლად ქიმიურ პრეპარატებს იყენებს.
ნეკერჩხლის სიროფი
მასაჩუსეტსის ნეკერჩხლის სიროფის დამამზადებელი კომპანიის განცხადებით, მათი პროდუქტი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში რამდენიმე წელი გახსნილი, ხოლო გაუხსნელი - კიდევ უფრო დიდხანს.
ხმელი ლობიო
ხანგრძლივი შესწავლისა და კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლობიო 30 წელი ინახება და არ ეცვლება გემო, სასარგებლო თვისებები.
მარილი
თუ ნესტიან ადგილს მოარიდებთ, წლები გაგიძლებთ. იოდიზებული 3 წელი ინახება.
ალკოჰოლური სასმელი
კონიაკი, არაყი, რომი და მსგავსი ალკოჰოლური სასმელები ბნელ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ და შენახვის ვადა არ გაუვათ.
ძმარი
იმავეს თქმა შეიძლება თეთრ ძმარზე, თუ თავდახურულს შეინახავთ.
შაქარი
მარილის მსგავსად, ისიც წლობით ინახება. მთავარია, ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში მოათავსოთ. ასევე დიდხანს ინახება ყავისფერი შაქარი და შაქრის პუდრი.
თაფლი
უნიკალური პროდუქტია. არასდროს გაფუჭდება, თუ სწორად შეინახავთ. ეგვიპტის პირამიდებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თაფლი, რომელიც 2-3 ათასი წლის წინ შეინახეს და მას გემოვნური თვისებები დაკარგული არ ჰქონდა.