როგორი სმარტფონები ექნებოდათ და რომელ აპლიკაციებს გამოიყენებდნენ "დისნეის" პრინცესები, ჩვენს დროში რომ ეცხოვრათ.
არიელი
არიელი თავგადასავლების მოყვარული ქალთევზაა და თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად. მისი ხასიათი კარგი დემონსტრაციაა იმის, თუ როგორ არ უშლის მეოცნებეობა ხელს ადამიანს სიძლიერეში. არიელს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, აუცილებლად ექნებოდა iphone7 - წითელი ფერის კორპუსით და ალბათ, ხშირად უყურებდა „იუთუბში“ სწორ ხაზზე სიარულის ვიდეოგაკვეთილებს.
არიელისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირი, რომ შეყვარებულს რთულად მისაწვდომი ადგილებიდანაც დაკავშირებოდა.
კონკია
კონკია კრეატიული, კეთილი, დამოუკიდებელი და შრომისმოყვარე პრინცესაა. ის თავის ოცნებებზე უარს ისეთ სიტუაციებშიც კი არ ამბობს, როდესაც სხვა არჩევანი არ აქვს. მას ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს. ოცდამეერთე საუკუნეში რომ ეცხოვრა, დიდი ალბათობით, „Samsung S8” ექნებოდა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებდა საყვარელ ინტერნეტმაღაზიებში ფესაცმელების ასარჩევად. ასევე, "იუთუბში" მუსიკას აქტიურად მოუსმენდა.
მძინარე მზეთუნახავი
მძინარე მზეთუნახავს არაფერი გამოსდის ისე კარგად, როგორც შარში გახვევა, თანაც, საკუთარ დაბადების დღეზე. ის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და საინტერესოა, თუმცა დროის დიდი ნაწილის ძილში გატარება უწევს. მას ჩვენს ეპოქაში რომ ეცხოვრა, აუცილებლად LG V30 ექნებოდა, საუკეთესო სტერეოსისტემით, რომ მაღვიძარას ხმას იმ შემთხვევაშიც გაეღვიძებინა, თუ პრინცი რომელიმე საცობში გაიჭედებოდა და დააგვიანდებოდა.
ფიფქია
ფიფქია ძალიან ადვილად ენდობა ადამიანებს, თუმცა ამის საბაბიც აქვს, მისი სიცოცხლე ბევრჯერ აღმოჩენილა სხვა ადამიანების ხელში. ის ძალიან სამართლიანი და მეგობრულია, რომ არაფერი ითქვას შესანიშნავ კულინარიულ მონაცემებზე. ფიფქიას თანამედროვეობაში რომ ეცხოვრა, „huawei P20” ექნებოდა, ხოლო აპლიკაცია, რომელსაც ყველაზე ხშირად გამოიყენებდა, - “სნეპჩეტია”, ძალიან ბევრი სახის ფილტრით, იმ შემთხვევისთვის, რომ დედინაცვალს ვირტუალურ სივრცეში ვერანაირად მიეგნო.
ელისი
ელისი უშიშარი, თავგადასავლების მოყვარული და ძალიან ჭკვიანი გოგოა. მისი ცხოვრება იმაზე ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ხშირად ისეთი გარდასახვების წინაშე აღმოჩნდება, თავადაც რომ არ ელოდა. ელისს დღეს რომ ეცხოვრა, „Iphone 10” ექნებოდა საუკეთესო ნავიგაციითა და კომპასით, რომელსაც აქტიურად გამოიყენებდა, თუ უცხო ადგილებში აღმოჩნდებოდა და გზის მოძებნა გაუჭირდებოდა.