იცით, რა შეუძლია კბილის პასტას?
გარდა იმისა, რომ კბილების მოვლას უწყობს ხელს, კბილის პასტას სხვა დადებითი თვისებებიც აქვს.
- კბილის პასტას შეუძლია თეთრძირიანი ფეხსაცმლის, ძირითადად, სპორტულის გაწმენდა.
- ის საუკეთესოა ვერცხლის სამკაულისა და ჭურჭლის გასაპრიალებლად.
- კბილის პასტას შეუძლია პიანინოს კლავიშების გაწმენდა-გათეთრება.
- კბილის პასტა იდეალურად ებრძვის მელნისა და პომადის კვალს სამოსზე.
- კბილის პასტა მოაცილებს ჩაისა და ყავის ნადებს ჭიქებს.
- თუ თმის შეღებვისას საღებავი კანზე გადავიდა, მას კბილის პასტით მოიშორებთ.
- მწერის ნაკბენს დაიამებთ, თუ კბილის პასტას წაისვამთ.
- დილით მუწუკი გაქრება, თუ საღამოს კბილის პასტას წაისვამთ.
- უთო ახალივით გახდება, თუ მას კბილის პასტით გაწმენდთ.
- კბილის პასტას მობილურის გაწმენდაც შეუძლია.
- გამოიყენეთ ფეხსაცმლის გასაწმენდად, იგი სასიამოვნო არომატით გაჯერდება.
- ნოხს ლაქას ადვილად მოაცილებთ კბილის პასტით, რომელსაც მათეთრებელი ეფექტი აქვს.
- ფრჩხილებიდან მუქი ფერის მანიკიურის კვალსაც კბილის პასტა მოგაცილებთ.
- კბილის პასტა იდეალურია ქილების, თერმოსის, აგრეთვე, სხვა თავდახურული ჭურჭლის დეზინფექციისთვის. სისუფთავე და სასიამოვნო არომატი გარანტირებულია.
- კომპაქტ-დისკები კბილის პასტით აკურატულად გაწმინდეთ, რათა მცირე ნაკაწრები მოაცილოთ.