ფრაზას "იტირე და მოგეშვება" ხშირად გაიგებთ, მაგრამ ბევრისთვის მიზეზი უცნობია. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში უამრავი ქიმიური პროცესი მიმდინარეობს. სწორედ ამ რეაქციების დამსახურებაა ჩვენი სტრესული სიტუაციიდან გამოყვანა.
ბიოქიმიკოსი უილიამ ფრეი, რომელიც ამჟამად ცრემლების კვლევითაა დაკავებული, ამბობს, რომ ტირილი სტრესისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
ბიოლოგ ორენ ჰასონის კვლევაში "ევოლუციური ფსიქოლოგია" ვკითხულობთ: "სოციალურ გარემოში ცრემლები ხშირად დაახლოების, მხარდაჭერისა და ურთიერთგაგების იარაღის როლსაც ასრულებს".
მარიამ ელიაშვილი