სამეფო ქორწილის დღე ახლოვდება. თითქმის უკვე ყველაფერი მზადაა და ისღა დაგვრჩენია, 19 მაისს დაველოდოთ.
როგორც ჩანს, ამ დღეს მართლაც ბევრი სიურპრიზი გველის, მანამდე კი უკვე ცნობილია, რომ მეგანი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის ტრადიციას უღალატებენ და საღამოს ერთობლივ ვახშამს არ დაესწრებიან.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლის თქმით, წყვილი ჯერ მეგობრებთან ერთად წვეულებას გეგმავს, შემდეგ კი მეგანი მშობლებთან ივახშმებს. როგორც ამბობენ, მას ბოლო ხანებში დედ-მამასთან დრო დიდხანს არ გაუტარებია.
ამის შემდეგ კი შეიძლება უახლოესი მეგობრების მოსანახულებლადაც წავიდეს. პრინცი კი კვლავ სამეფო ოჯახს დაუბრუნდება - მამას, პრინც ჩარლზს, ჰერცოგინიას და ელისაბედ II-ეს, რომლებთანაც მშვიდ საღამოს გაატარებს.
სამეფო ოჯახის 8 არასტანდარტული წესი
მეგან მარკლს და ქეით მიდლტონს 13-ჯერ ეცვათ ტყუპებივით
ვინ არის ყველაზე ლამაზი სამეფო ოჯახში? გამოიცნობ?
პრინცი ჰარი საქორწინო კონტრაქტზე უარს ამბობს