სარა ჯესიკა პარკერისა და ზოი სალდანას ,,ოჯახური" მოდა წითელ ხალიჩაზე - Marao

სარა ჯესიკა პარკერისა და ზოი სალდანას ,,ოჯახური" მოდა წითელ ხალიჩაზე

2018-05-07 16:45:19+04:00

წითელ ხალიჩაზე სარა ჯესიკა პარკერისა და ზოი სალდანას გამოჩენა სამახსოვრო აღმოჩნდა, მათ ოჯახთან ერთად თქვეს მოდური სიტყვა.

რასაკვირველია, ვარსკვლავის შვილი - ეს თავისთავად გულისხმობს გენეტიკურ ჯეკპოტს. ამასთან ერთად, პატარა ასაკშივე ყურადღების ცენტრში ექცევიან და მშობლებთან უნისონში გულშემატკივარს მოდური ლუქებით მუდმივად აოცებენ. ამის ნათელი მაგალითი სარას და ზოის ოჯახიც კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

სარა ჯესიკა პარკერი 8 წლის ტყუპ ქალიშვილებთან, ტაბითასა და მერიონთან ერთად წითელ ხალიჩაზე წარდგა. სამეული შესანიშნავად გამოიყურებოდა და ამასთანავე, შეხამებულად. გოგონები დაახლოებით ერთნაირ ყვავილებიან კაბაში იყვნენ გამოწყობილნი, დედას კი მომხიბვლელი ლურჯი კაბა ეცვა, რაც მას, როგორც მოდის კულტს, ხაზს უსვამდა.

რაც შეეხება ზოის, ის ოჯახის სრულ შემადგენლობასთან ერთად გამოჩნდა. ვარსკვლავს ღია ფერის, სადა და თვლებით გაფორმებული კაბა ეცვა. მის უსაყვარლეს ტყუპსა და უფროს ვაჟს ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი სამოსი შეურჩიეს.