გიორგი ორბელაძე "მისტერ მსოფლიოზე" წარადგენდა საქართველოს წლების წინ, ნინი მასპინძელაშვილი კი ყოფილი "ვიცე-მის საქართველოა", ახლა კი - აქტიური მოდელი.
წყვილი 10 წელია ხვდება ერთმანეთს. "ინტერნეტით გავიცანი. თავიდანვე ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, რომელიც შემდეგ სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. ინტერნეტით გავიცანით ერთმანეთი. ჩემი ტელეფონის ნომერიც არ ჰქონდა. შეხვედრის წინა დღეს მითხრა, ნომერი მომეცი, ისე ვერ მოგაგნებო. მივეცი და მეორე დღეს სკოლაში გამომიარა.
პირველად მოვეწონე და მერე დაიწყო ჩვენი შეხვედრები. როდესაც ერთმანეთს ინტერნეტით ვესაუბრებოდით, მაშინ მხოლოდ მეგობრები ვიყავით. იმ პერიოდში ვიღაც ბიჭი მომწონდა და ყველაფერს გიორგის ვუყვებოდი. მასაც ჰქონდა ერთი გოგონას მიმართ სიმპათიები და ისიც მიყვებოდა მის შესახებ. ასე რომ, არც კი გვიფიქრია, თუ ჩვენ შორის ასეთი ურთიერთობა განვითარდებოდა", - ჰყვებოდა ნინი წლების წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში.
ახლა კი წყვილმა იქორწინა და 10-წლიანი სიყვარულის ისტორია დააგვირგვინა. ფოტო