მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე დეტექტივის, აკაკი შუკაკიძის როლს განასახიერებს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".
მისი გმირი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ახალ სეზონზე და ყველა ინტერესით ელოდება, როდის გამოავლენს ნივთების ქურდს... ირაკლი ჩხიკვაძე სერიალსა და თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა...
- სერიალში ქასთინგის შედეგად აღმოვჩნდი... ყოველდღიურად ვცდილობ, უფრო და უფრო მეტად გავუგო ჩემს გმირს. მომწონს ის, რომ პატიოსანი კაცია, შრომისმოყვარე, უყვარს თავისი ოჯახი, მეგობრები, სამშობლო და ცდილობს, ამისთვის ყველაფერი გაიღოს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ასეთი, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
- თქვენთვის მისაღებია მოსასმენი აპარატურა და ასე შემდეგ?
- დიახ, პროფესიონალურად იქცევა და ამაში ყველა დამეთანხმება... მოსასმენი აპარატურა სასურველი არ არის, მაგრამ ამ გზით ცდილობს, სიმართლე გამოარკვიოს. უწევთ დეტექტივებს ზოგჯერ ამ მსხვერპლზე წასვლა, სიმართლე რომ გაირკვეს, თორემ მე პირადად არ მივესალმები ამ ყველაფერს.
- რამდენად მოგწონთ ის ოჯახი, რომლის დეტექტივიც ხართ?
- თუ მეკითხებით მე პირადად, როგორც ირაკლის, არ მაქვს უფლება, განვსაჯო, კარგია თუ ცუდია. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველა თავისი ცხოვრებით რაღაცას პოულობს... ჩემს პერსონაჟს - აკაკის არ მოსწონს ის ხალხი. ისინი იმდენად გართულნი არიან საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი იმიჯით, რომ ერთმანეთისთვის ყურადღების მისაქცევად აღარ სცალიათ. ეს ყველაფერი მიუღებელია აკაკისთვის და ამბობს კიდევაც თავის მეუღლესთან.
წაიკითხეთ სრულად