თამთა გოდუაძე ქართულ შოუ ბიზნესში აქტუალური სახე 2014 წელს გახდა. ის მაყურებელს "x- ფაქტორის" ჟიურის წევრად მოევლინა.
"სიმღერის ნიჭი ბავშვობიდან აღმომაჩნდა. ეს ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძის დამსახურებაა, დედასთვის უთქვამს ამ ბავშვს მიხედეთო. ოთხი წლისა ავმღერდი, ხოლო ცოტა მოგვიანებით მიკროფონით ხელში პროფესიონალურ სცენაზე გამოვდიოდი. " - ყვება თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თუმცა სამშობლოდან წასვლის შემდეგ, საქართველოში მისი მიღწევების შესახებ ცოტამ თუ იცოდა. მოგვიანებით, X ფაქტორში გამოჩენის შემდეგ, როცა მისი მოღვაწეობით ქართული პრესა დაინტერესდა, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მომღერალი წლების განმავლობაში წარმატებულად მოღვაწეობდა საბერძნეთში.
თამთა ნაადრევად შექმნილი ოჯახის დანგრევის შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში, დედასთან გაემგზავრა. ის სატელევიზიო მუსიკალური კონურსის „სუპერ აიდოლის” მეორე ადგილის მფლობელი გახდა, თავისი ნიჭიერებითა და შესანიშნავი ვოკალური მონაცემების დამსახურებით მალევე შეაყვარა თავი ბერძენ მსმენელს.
სიმღერის ნიჭს ბრწყინვალედ ეხამება მისი ვიზუალური მონაცემები და დახვეწილი, ტრენდული იმიჯი. თამთა ხშირად იცვლიდა იმიჯს, ის ყოველთვის მოდურად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა. გთავაზობთ თამთა გოდუაცის სილამაზის ევოლუციას:
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
და ბოლოს, მომღერალი წლევანდელი "x -ფაქტორის" ჟიურიშია. ის ყოველდღე გვაოცებს ტრენდული და ამავდროულად, ორიგინალური ლუქებით.
მერიემ კაკაურიძე
ახალი ტრენდები თამთასგან (+ფოტო)
<div></div>