კვირა, არც მეტი, არც ნაკლები, ახალმთვარეობით იწყება, რომელიც კუროს ზოდიაქოს ნიშანში ხვდება.
ეს ნიშნავს, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მატერიალურ სფეროებს შეეხება, ამ პერიოდიდან აუცილებლად უნდა გადააფასოთ. მით უმეტეს, რომ 15 მაისიდან იწყება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრესია - ურანის ასევე კუროს ზოდიაქოს ნიშანში "გადაბარგება", რის ხარჯზეც ზუსტად რომ მატერიალურ-ფინანსურ საკითხებში დაიწყება ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი. ურანის კუროს ზოდიაქოში გადასვლით, შეიძლება ითქვას, რომ თავდაყირა დადგება უახლოესი შვიდი წლის მანძილზე მსოფლიო საბანკო სისტემა. ასევე ცვლილებები შეეხება გლობალურ ეკოლოგიას, მოდასა და დიზაინს, ბიოლოგიასა და მედიცინის სფეროებს.
16 მაისს პლანეტა მარსიც შეიცვლის ადგილმდებარეობას და თხის რქის ზოდიაქოდან მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში დაიდებს ბინას, რის ხარჯზეც უახლოესი პერიოდის მანძილზე აქტუალური გახდება ჯგუფური და მეგობრული კონტაქტები; ნებისმიერი საქმე და პროექტი, რომელიც კოლექტიურ სულისკვეთებას ეფუძნება, იქნება მომგებიანი და პერსპექტიული.
თუმცა, 16 მაისსვე ზემოხსენებული მარსი კვადრატურას შექმნის პლანეტა ურანთან, რაც კლასიკური ასტროლოგიის ენაზე ითარგმნება, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ალბათობა, ასევე, ელექტროტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი რისკი. ასეთ დღეებში ადამიანებში მატულობს იმპულსური ქმედებებისკენ მიდრეკილება, ძალიან ბევრი გაუაზრებელ აგრესიას ავლენს ან ხდება თავად ამგვარივე აგრესიის მსხვერპლი.
18 მაისს სიტუაციას სიმძაფრეს შავი მთვარისა და პლუტონის შეერთებაც დაუმატებს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მოვლენები გლობალურ, პოლიტიკურ სპექტრში. გაგრძელება