თუკი გსურთ, რომ ქალი მამაკაცით დააინტერესოთ, უთხარით, რომ ამ მამაკაცს საეჭვო წარსული აქვს“ – წერდა თავის დროზე "დეტექტივების დედოფლად" წოდებული, უდიდესი მწერალი ქალი აგათა კრისტი.
წერდა და მისი მოსაზრება აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლდათ. ქალების უმეტესობას მოსწონს თავზეხელაღებული და არაპროგნოზირებადი მამაკაცები, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ მედლის მეორე მხარეს, ყველაფერი ხომ ოქრო არ არის, რაც სიბრჭყვიალით გამოირჩევა. შესაბამისად, ქარიზმატული მამრის გვერდით ყოფნა ბევრ მსხვერპლს, მოთმინებასა და დრამატულ ეჭვიანობის სცენებს ითვალისწინებს.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე ხშირად, გარეგნული მონაცემების მიუხედავად, სუსტი სქესის გულს უპირობოდ იპყრობს ზოდიაქოს სამი ნიშანი – ტყუპი, მშვილდოსანი და მორიელი. ამათგან ორი ქალის მოხიბვლას საკუთარ ენასა და კომუნიკაციის უზადო უნარს უნდა უმადლოდეს. მოგეხსენებათ, "ქალებს, ყურებით უყვართ". მაგრამ რითი ხიბლავს პირქუში, სიტყვაძუნწი და უჟმური მორიელი მანდილოსნებს? რითი და უზომო სექსუალურობით. მან სიტყვაც რომ არ თქვას ზედმეტი, ქალები მორიელის მაგნეტიზმით ტყვევდებიან და როგორც გველისგან მონუსხული ბაჭია, ისე ემორჩილებიან მორიელის კაპრიზებს.
მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება, არასოდეს მოუსმინოთ ხანგრძლივად ტყუპს და მშვილდოსანს და არასოდეს ჩახედოთ მორიელს თვალებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხანგრძლივი "თავის ტკივილი" გაქვთ გარანტირებული სამომავლოდ.
დრო დადგა, "უკუჩვენებებზეც" ვისაუბროთ. სამივე მამაკაცს გააჩნია ე.წ. ჩრდილოვანი თვისებები ხასიათში. ტყუპს და მშვილდოსანს ერთგულებაზე ამაოდ ნუ "დატესტავთ". მერწმუნეთ, გულნატკენი დარჩებით. ის კი არა, თქვენი თანდასწრებით თუ სხვა ქალებს ეფლირტავება ეს ორი, კარგი იქნება, თუ მოარიდებთ თვალს. სკანდალს თუ არ მოუწყობთ და განშორებით არ შეაშინებთ, შანსი იმისა, რომ ფიზიკურად გიღალატოთ, ძალზე მცირეა. თუ მაინც დაიჟინებთ, შესაძლოა, უბრალოდ "ჯიბრით" წავიდეს სხვასთან, რათა ერთ საღამოს მაინც დაისვენოს თქვენი პრეტენზიებისგან. გაგრძელება