ნატა სამადალაშვილის სამოდელო სააგენტო უშუქობის პერიოდში, 90-იანი წლების ეპოქაში პირველი ნათელი სხივი იყო ქართული მოდის სამყაროში.
„ხალხს ფული ჰქონდა, მაგრამ მაინც დამცინოდნენ, რა დროს ეს არის, ყველაფერი უკან მიდისო. ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა.“ - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში „ნატალის" დამაარსებელმა.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პირველი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა.
ნატა სამადალაშვილის სტუდიის პირველი მოდელები იყვნენ: კრისტი ყიფშიძე, თიკა ფაცაცია, ლიკა კვარაცხელია, ლიკა ქორქია, თაკო ჩხეიძე.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
"ნატალის" მოდელები ახლა უკვე ზრდასრულები არიან. ზოგი მათგანი კვლავაც განაგრძობს მოდის სფეროში მოღვაწეობას, ზოგმა შოუბიზნესში გადაინაცვლა. არიან ისეთებიც, რომლებიც აუდიტორიამ დაივიწყა, თუმცა სწორედ სამოდელო სააგენტო „ნატალიში" აიდგა ფეხი ქართულმა ბომონდმა.
მერიემ კაკაურიძე