სწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი საქმის მხოლოდ ნახევარია. ჩამოვარდნილი თასმები, გაღიზიანებული კანი და სხვა პრობლემები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება მოაქვს.
გაგაცნობთ 10 მარტივს ხრიკს, რომლებიც საგრძნობლად გაგიადვილებთ საყვარელ საცვლებთან „ურთიერთობას“.
მოდური ფიქსატორები
იხილეთ ვიდეოზურგზე გადაჯვარედინებული ბიუსტჰალტერის შეძენის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ფიქსატორი, რომელიც საიმედოდ დაამაგრებს უკანა თასმებს.
დიდი რეცხვა
არასოდეს გარეცხოთ ბიუსტჰალტერი სარეცხის მანქანაში თეთრეულის სპეციალური სათავსოს გარეშე.
ღია ზურგისთვის
დღესდღეობით აქტუალური მოხდილზურგიანი კაბების ჩასაცმელად სპეციალური ბიუსტჰალტერი რომ არ შეიძინოთ, დაგეხმარებათ ფართო რეზინის ლენტა, როგორც ეს ვიდეორგოლშია მოცემული.
გამხდარ მხრებზე
თუ თქვენი ბიუსტჰალტერის თასმები ზიანს აყენებს თქვენს მხრებს, აღიზიანებს კანს და ტოვებს კვალს, გამოიყენეთ სილიკონის ბალიშები.
დაივიწყეთ საშრობი
გარეცხვის შემდეგ უბრალოდ მოათავსეთ ბიუსტჰალტერი ბრტყელ ზედაპირზე, სადაც გაშრება. არასდროს ჩამოკიდოთ და არ დატოვოთ საშრობზე - ასე ის დეფორმირდება.
თასმების დამალვა
თუ მხრებმოშიშვლებული სამოსის ჩაცმა გიწევთ, სპეციალური ბიუსტჰალტერი კი არ გაქვთ, უბრალოდ დამალეთ თასმები ბიუსტჰალტერში.
არ მოკეცოთ
არასდროს შეინახოთ ბიუსტჰალტერი მოკეცილ მდგომარეობაში - გახსნილი უნდა იყოს ორივე მხარე.
ლეიკოპლასტი
რკინისგან, რომელიც შესაძლოა, მოულოდნელად ბიუსტჰალტერიდან გამოვიდეს და კანი დაგიზიანოთ, დაგიცავთ ჩვეულებრივი ლეიკოპლასტი.
მოგზაურის წესი
მოგზაურობისას ეცადეთ, ბიუსტჰალტერი სპეციალური ქეისით ატაროთ - ეს დაიცავს მას დეფორმირებისგან.