ბავარიული სოსისი გრილზე - Marao

ბავარიული სოსისი გრილზე

2018-05-24 12:47:58+04:00

ეს კერძი იდეალურია ბარბექიუსთვის, მაგრამ სამზარეულოშიც გამოგივათ, თუ გაქვთ გრილი ან მიკროტალღური ღუმელი - გრილის ფუნქციით.
უხდება ვარდისფერი და წითელი ღვინო.

ინგრედიენტები:

  • სოსისი  ბავარიული 1 კგ
  • ხახვი 1 ც
  • როზმარინი 3 ღერი
  • ბეგქონდარა 3 ღერი
  • ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
  • კვლიავი 1 ჩ/კ
  • ქონდარი 1 ჩ/კ
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დაახვიეთ სოსისი და გაუყარეთ ხის ჩხირი. დადეთ ღრმა პლასტმასის კონტეინერში. დაამატეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, სანელებლები, მარილი, პილპილი. მოასხით ზეითუნის ზეთი. სანელებლები თანაბრად გადაანაწილეთ.
  2. დაახურეთ თავსახური და შედეთ მაცივარში რამდენიმე სთ. დამარინადებული სოსისები შეწვით გრილზე.

გემრიელად მიირთვით!