გასულ კვირას გოგონამ საკუთარ "ინსტაგრამზე" შოკისმომგვრელი ფოტოები გამოაქვეყნა.
შეიძლება ითქვას, რომ იუა მიკამ ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი საკუთარ სახეზე გადაიტანა. მან გაავრცელა ვიდეოც, სადაც ჩანს, თუ როგორ იკეთებს მაკიაჟს, რომლითაც ამ შედეგს მიაღწია.
კრეატიული მიკა სახის სტრუქტურას საოცრად მოხერხებულად ცვლის და სრულიად სხვა ადამიანად შეუძლია გარდაიქმნას.
ბრინჯაოს ფერები და სახის ჩრდილები, ეს სწორედ ისაა, რასაც მიკა საბაზისოდ იყენებს.
მისი გულშემატკივრები "ინსტაგრამზე" ძალიან აქტიურობენ. აი, რას უწერენ გოგონას ისინი: „შენი ცოდნა მაკიაჟის ექსპერტის დონეს სცდება“, „და ვინჩის არაფრით ჩამოუვარდები“.
როგორც ჩანს, Makeup-არტისტი და ვინჩის ნამუშევრებითაა მოხიბლული და სწორედ ამიტომ ცდილობს, გააცოცხლოს ნახატებზე არსებული სახეები და მათ სული ხელახლა შთაბეროს.
ერთი დღის წინ კი იუამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ჩვენი გაოცება და მერილინ მონროდ გარდაიქმნა.