ქართველმა მოდელმა ანასტასია იგონინამ მონაწილეობა მიიღო მონტე-კარლოს მოდის კვირეულზე (Spring Summer 2019 Montecarlo MCFW).
ანასტასიამ შესანიშნავად გახსნა Mariana Salvador Chaves-ის შოუ და წარმატებით წარადგინა ისეთი დიზაინერების სამოსი, როგორებიც არიან: Federica Nardoni Spinetta, Anita Pasztor, Lucie Brochard, Rahul Mishra, A’Biddikkia, Diana D’Orville, Bruno Caruso, Chapurin, Stardust.
ანასტასია იგონინა გახლავთ “IC Model Management”-ის წარმატებული მოდელი და საერთაშორისო სამოდელო კონკურსის, Elite Model Look Georgia 2013-ის გამარჯვებული.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
შეგახსენებთ, რომ წელს Elite Model Look Georgia 2018-ის კონკურსის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს და ვაჟებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია და გამოცხადდნენ ღია კასტინგზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 1-ელ ივლისს, 12:00 საათზე, სავაჭრო ცენტრში "ჯი-თი-სი", მისამართზე ვეკუას N3.
იხილეთ: თათია ახალაია - DOLCE&GABBANA-ს ახალ პროექტში