რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის ანი ყვავაძე სერტიფიცირებული კალიგრაფია. გოგონა მესამე კლასიდან არის დაინტერესებული ამ საქმიანობით და დღემდე აქტიურად ქმნის კალიგრაფიის ნიმუშებს.
არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული და მედალოსანი. წელს გამართულ კალიგრაფიის კონკურსზე დაჯილდოვდა, როგორც უმაღლესი კატეგორიის ფინალისტი.
თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ქართული კალიგრაფიული ნიმუშების შექმნა, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს ანი თავად უყვება.
- ვსწავლობ რუსთავში, სიონთან არსებულ სამრევლო სკოლა "მთაწმინდელში". სკოლაში სწავლა უფასოა. გარდა კალიგრაფიისა, ისწავლება ხატწერა, ხატვა, რელიგია.
- რა ასაკიდან არის შესაძლებელი კალიგრაფიის შესწავლა?
- შეზღუდული არ არის ასაკი. რა თქმა უნდა, თუ ბავშვმა წერა არ იცის, კალიგრაფიის შესასწავლად ვერ ივლის.
- თუ ტარდება კალიგრაფიის კონკურსები და რამდენად მასშტაბურია?
- სრულიად საქართველოს მასშტაბით რომელი კონკურსიც ტარდებოდა, ხელნაწერთა ინსტიტუტის მხარდაჭერით ის კონკურსი გაუქმდა და რამდენიმე წელია აღარ ტარდება. კალიგრაფიის კონკურსი თავიდან მხოლოდ რუსთავის მასშტაბით ტარდებოდა. ახლა უკვე ქვემო ქართლის მასშტაბით ტარდება. გაგრძელება + ვიდეო