10 ივნისს დედოფლის დაბადების დღის ცერემონიალმა ერთი შეხედვით, უნაკლოდ ჩაიარა, თუმცა ტრადიციები არაერთხელ დაირღვა. დროებით მეგან მარკლი რომ დავივიწყოთ, ყველაზე პატარა მეამბოხე გოგონამ, დედოფლის 7 წლის შვილიშვილმა რამდენჯერმე „მოიპარა შოუ“.
ის ორკესტრის თანხლებით მღეროდა და ბიძაშვილს - პრინც ჯორჯს პირზე ხელს აფარებდა. ფოტოებში მისი ცივი მზერაც აშკარად იგრძნობა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცხოველების მოყვარული ეს პატარა გოგონა სავანა ფილიპსი არცთუ ისე ტრადიციების მოყვარული იქნება.