ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად, ზედმეტი წონის პრობლემებიც იჩენს თავს და იზრდება სურვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოვიშოროთ ისინი.
საბედნიეროდ, დღეისათვის ბევრი დიეტა არსებობს, რომელიც ყველაზე თამამი შედეგის მიღებაში გვიწყობს ხელს. თუმცაღა, ყველა დიეტა არ ახდენს ორგანიზმზე კარგ ზეგავლენას. პირველ რიგში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ზიანდება და მისი მკურნალობა ბევრ უსიამოვნებასთანაა დაკავშირებული.
ყველასათვის ცნობილია, რომ ქათმის მკერდი, თეთრი ხორცი - დიეტურ საკვებად მიიჩნევა. ის წონის მატებას არ იწვევს.
დიეტა ქათმის ფილეს თანხლებით მოუხდება ყველას, ვისაც წონაში დაკლება ან ფორმის შენარჩუნება - ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე სურს.
ღორის ხორცთან შედარებით, ქათმის ხორცი გაცილებით სასარგებლოა და ბევრ სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
მოდით, განვიხილოთ რაციონი ქათმის დიეტისთვის.
პირველი დღე - დასაწყისი
500 გრ ქათმის ფილე “ბიბილო“ მოხარშეთ. ასევე, მოხარშეთ 350-400 გრამი ბრინჯი და დაახლოებით 6 პორციად დაყავით. დღის მანძილზე მიირთვით თანაბარი ულუფებით, ქათმის მოხარშულ თეთრ ხორცთან ერთად. დააყოლეთ 1 ჭიქა ნატურალური წვენი (უშაქრო). ძილის წინ დალიეთ უშაქრო ჩაი ან კეფირი (დაბალი ცხიმიანობის).
მეორე დღე
მოხარშეთ 700 გრამი ქათმის ფილე “ბიბილო“ და 500 გრამი ანანასი დაჭერით. დაყავით პორციებად, როგორც პირველ დღეს.
ძილის წინ დალიეთ 1 ჭიქა უცხიმო კეფირი. ის დაგეხმარებათ აღადგინოთ მჟავიანობა ანანასის მიღების შემდეგ. ანანასი შეგიძლიათ შეცვალოთ ფორთოხლით ან გრეიპფრუტით.
მესამე დღე
მოხარშეთ 500 გრამი ქათმის მკერდი“ბიბილო“, 200 გრამი კომბოსტო, სტაფილო და 4 ცალი ვაშლი. მიირთვით ეს პროდუქტები მთელი დღის მანძილზე. შეგიძლიათ გააკეთოთ სალათა. გამოიყენეთ ფანტაზია.
მეოთხე და მეხუთე დღე
გაიმეორეთ მესამე დღე და არ დაგავიწყდეთ საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებაც.
მეექვსე დღე
რაციონში დაუმატეთ მწვანილი და მწვანე სალათის ფოთლები.
შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით დალიოთ წყალი, წვენი ან ჩაი.
მეშვიდე დღე - დიეტის დასასრული
ნებადართულია ნებისმიერი პროდუქტი, წინა დღეების რაციონიდან.
გილოცავთ! თქვენ 5-6 ზედმეტი კილოგრამი აღარ გაქვთ! განწყობა - შესანიშნავია და რაც მთავარია, გაუმჯობესდა თქვენი ვიზუალიც. როგორც ხედავთ, დიეტა არცთუ ისე რთულია.
გისურვებთ წარმატებებს!