ალბათ შეიტყობდით, რომ ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ბავშვს ელოდება. მას შვილი დღე-დღეზე უნდა შეეძინოს.
თაყვანისმცემლები ამ ამბავს დიდი სიხარულით შეხვდნენ, რაც მისი "ინსტაგრამგვერდის" კომენტარებშიც აისახა.
„რა საყვარელი გაბერილი ხარ“, „საოცრად ლამაზი ორსული ხარ“, „ლამაზო, ჯანმრთელ შვილს და ბედნიერ დედობას გისურვებ“ და ა.შ..
მოკლედ, ნუკის მიმართ ადამიანები კომპლიმენტებსა და თბილ სიტყვებს ნამდვილად არ იშურებენ.
პოპულარულ ტელეწამყვანს ორსულობა მართლაც ძალიან მოუხდა.
რამდენიმე დღის წინ ნუკის დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც როგორც ჩანს ოჯახურ წრეში აღნიშნა.
შეგახსენებთ, რომ ნუკი თავის მეუღლესთან ბენ ჩაიმთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. მათ ჰარმონიული და თბილი ოჯახი აქვთ.
ნუკი ფოტოებს საკმაოდ საინტერესო წარწერას ურთავს ხოლმე. ეს ფრაზა მის ერთ-ერთ ფოტოზე ამოვიკითხე: „ჩემი რჩევაა არასდროს არ იჩქაროთ და დატკბეთ მომენტით“.
ფაქტია, რომ პოპულარული ტელეწამყვანი გარეგნობას ორსულობის პერიოდშიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და საინტერესო ლუქებითაც გვანებივრებს.