ფიქრობთ, რომ საყინულე მხოლოდ საჭმლისთვისაა? ჩვენ მზად ვართ, შეგედავოთ. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რომელი ნივთების გაყინვა ღირს და რატომ.
ელემენტები
ლაიფჰაკი ბავშვებიანი ოჯახისთვის, რომელსაც ბევრი ელემენტებიანი სათამაშო აქვს. თუ ელემენტებს საყინულეში შეინახავთ, ის უფრო დიდხანს მოგემსახურებათ. ოთახის ტემპერატურაზე ელემენტები მალე იცლება. დაბალ ტემპერატურას შეუძლია 90% ენერგია შეინარჩუნოს.
ჯინსი
ხშირი რეცხვის გამო ჯინსი მალე კარგავს ელასტიკურობას და ფერს. ხმარების ვადა რომ გაუხანგრძლივოთ, მოათავსეთ ის პოლიეთილენის პარკში და შედეთ საყინულეში.
სანთელი
გეგმავთ რომანტიკული ვახშმის მოწყობას სანთლის შუქზე? გაყინეთ სანთლები წვეულების წინ. ეს მათი წვის პროცესს გაახანგრძლივებს.
კოლჰოტი
ყიდვისთანავე შედეთ კოლჰოტი საყინულეში. ის გაცილებით გამძლე გახდება და ადვილად არ გაიხევა.
ღვინო
რა უნდა უყოთ წითელ ღვინოს, რომელიც წვეულების შემდეგ დაგრჩათ? ჩაასხით დარჩენილი ღვინო ყინულის ფორმებში და გაყინეთ. კუბებს გამოიყენებთ გამაგრილებელი სასმლის მომზადების დროს.
კოსმეტიკა
რბილი ფანქარი-კონტური ზაფხულში მალე დნება და კანს თხაპნის. შედეთ საყინულეში 30 წთ და ყველაფერი რიგზე იქნება!
საკვები ცელოფანი
შეინახეთ ის საყინულეში და ადვილად არ გაიხევა.
დალუქული კონვერტი
თუ თქვენ დაგავიწყდათ კონვერტში რაღაცის ჩადება და ის უკვე დალუქეს, ნუ ეცდებით გახსნას, ფურცელი ადვილად გაიხევა. შედეთ 1-2 სთ კონვერტი საყინულეში. წებოს მოქმედება დაბალ ტემპერატურაზე სუსტდება და კონვერტი ადვილად გაიხსნება.
ლაქწასმული ფრჩხილები
თუ გინდათ, რომ სწრაფად გაიშროთ ლაქი ფრჩხილებზე, შეყავით თითები საყინულეში ცოტა ხნით. რამდენიმე წამში ლაქი გამყარდება.