ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, ვის დაემსგავსება პატარა, თუმცა ნუკისა და ბენის შვილი რომ სიმპათიური ბიჭი იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
40 კვირის ფეხმძიმე ნუკიმ, 28 ივნისს ნიუ-იორკში იმშობიარა და ამჯერად სოციალურ ქსელში ფოტოს ატვირთვა მას ბენმა დაასწრო, რომელმაც გვამცნო, რომ დედა-შვილი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ფოტოზე ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს ბენი ქართულად პასუხობს. „ძაან, ძაან დიდი მადლობა“, - წერს ის.
წყვილმა შვილს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვა.