ნანატრ შვებულებამდე უკვე დღეებს ითვლით? შესაბამისად, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაც მაქსიმალურად იმატებს. ზედმეტ კილოგრამებს წელიწადის ამ დროს ყველაზე მტკივნეულად აღვიქვამთ.
marao.ge გთავაზობთ გემრიელ და რაც მთავარია, ეფექტურ დიეტას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ამ ზაფხულს უნაკლოდ გამოიყურებოდეთ. თანაც ისე, რომ საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა არ მოგიწევთ.
გთავაზობთ გერმანულ დიეტას, რომლის ძირითადი ბაზაც ცილოვანი პროდუქტებია.
ორ კვირაში გემრიელად დაკლებული 5 კილო
დღე პირველი
საუზმე: უშაქრო ყავა
სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 250 გრ ბოსტნეულის სალათა
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული სოსისი
დღე მეორე
საუზმე: უშაქრო ყავა, ორცხობილა
სადილი: 200 გრამი მოხარშული თევზი, 250 გრ ბოსტნეულის სალათა
ვახშამი: 100 გრამი სოსისი, 250 გრამი ბოსტნეულის სალათა
დღე მესამე
საუზმე: უშაქრო ყავა, ორცხობილა
სადილი: 1 ცალი შემწვარი ყაბაყი
ვახშამი: 100 გრამი ქათმის რულეტი, 200 გრამი ბოსტნეულის სალათა
დღე მეოთხე
საუზმე: უშაქრო ყავა
სადილი: 200 გრამი მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი ყველი, 200 გრამი ბოსტნეულის სალათა
ვახშამი: 150-250 გრამი ხილი
დღე მეხუთე
საუზმე: უშაქრო ყავა
სადილი: 100 გრამი სოსისი, 2 ცალი მოხარშულიკვერცხი, 200 გრამი ბოსტნეულის სალათა
ვახშამი: 150-250 გრამი ხილი
დღე მეექვსე
საუზმე: უშაქრო ყავა
სადილი: 200 გრამი მოხარშული ქათამი, 200 გრამი ბოსტნეულის სალათა
ვახშამი: 150-250 გრამი ხილი
დღე მეშვიდე
საუზმე: უშაქრო ყავა
სადილი: 200 გრამი მოხარშული თევზი, 250 გრამი ბოსტნეულის სალათა
ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა კეფირი
მეორე კვირასაც გააგრძელეთ აღნიშნული თანმიმდევრობით. სასურველია, ერთსა და იმავე დროს მიირთვათ დიეტაში აღნიშნული პროდუქტები.