კიმ კარდაშიანს სითამამე არასდროს აკლდა, მაგრამ ამჯერად ნამდვილად ყველა გააკვირვა.
ეს მოდური და სექსუალური ქალბატონი მოტივაციას გვმატებს და გვიჩვენებს, თუ როგორი მიმზიდველი და გამბედავი შეიძლება იყოს ქალი ქორწინების შემდეგ. აქტიურად მონაწილეობს ფოტოსესიებში, სადაც თავის უნაკლო სხეულს აჩენს და ფანებს კიდევ უფრო აგიჟებს. "ინსტაგრამზე" მისი გამომწერების რაოდენობა უკვე რეკორდს ხსნის.
როგორც ჩანს კიმი მოხიბლულია ქანდაკებებითა და საკუთარი სხეულით. ერთ-ერთ ახალ ფოტოსესიაში იგი სრულიად გაშიშვლდა.
კენიე უესტთან ქორწინებამ მის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, რადგან ამან კიმის პოპულარობა საოცარი სისწრაფით გაზარდა.
ბოლო 10 წლის მანძილზე კიმ კარდაშიანმა საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. თმა მოიწესრიგა, მიმართა ბოტოქსს, ცხვირის პლასტიკას, გაიდიდა მკერდი და ტუჩები. ამბობენ, რომ თვალის ჭრილიც კი შეიცვალა.
თაყვანისმცემლებს ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ის ხშირად კრიტიკის ობიექტია, თუმცა, ფაქტია, რომ მისი ყურება ნამდვილად სასიამოვნოა.